მთავარისაქართველოევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობას

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობას

2020 წელს საქართველოში 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის- „ფაოს“ მიერ ენპარდის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში.

„ფაოს“ ადგილობრივმა და საერთაშორისო აგრონომებმა პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული ტრენინგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.  თემასთან დაკავშირებით ევრონიუს ჯორჯიას საქართველოში ევროკავშირის წარამომადგენლობის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმღვანელი, ჟორჟ დეუ ესაუბრა.

„ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობას 2013 წლიდან ეხმარება, ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის მეშვეობით. ენპადი სოფლისმეურნეობის ყველა სფეროს მოიცავს, არამხოლოდ პროდუქტის წარმოებას, არამედ სასოფლო სამეურენეო ბიზნესის განვითარებას, საზოგადოებრივ-სოციალურ პროგრამებსა და სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას.“
„გასულ დეკემბერს, ენპადის მეოთხე ფაზის ბიუჯეტი დავამტკიცეთ. თითოეულ ფაზას საკუთარი სპეციფიკა ჰქონდა. მაგალითად პირველი ფაზის მიზანი კორპორატიული განვითარება გახლდათ. მეორე ფაზა სოფლისმეურნეობის განვითარების სტრატეგიის დახვეწვა იყო. მესამე ფაზა მიმართული იყო უშუალოდ სოფლისმეუნეობის განვითარებაზე. ხოლო მეოთხე დასკვნითი ეტაპიც სოფლისმეურნეობის დახვეწას განაგრძობს, მაგრამ მთავარი მიმართულება სურსათის უსაფრთხოება იქნება. შესაბამისად, ეს პროგრამა სოფლის მეურნეობის ყველა განხრას ითვალისწინებს, ასევე გამორჩეულია ფინანსური თვალსაზრისით. პროექტის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს კი ჩვენ ვაფინანსებთ.“„ტრენინგის პროგრამას ორი ძირითადი შემადგენელი აქვს. პირველის მიხედვით, ვთანამშრომლობთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა დავხვეწოთ სისტემა და განვითარების პოლიტიკა ჩამოვაყალიბოთ. ხოლო მეორე ნაწილი გულისხმობს უშუალოდ ფერმერებთან თანამშრომლობას საველე დონეზე. ვასწავლით, თუ როგორ გაიზარდოს წარმოება, ვასწავლით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, მეთოდოლოგიებს, კომუნიკაციის შესაძლებლობებს. ჩვენ მათ თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრად და ნაკლები დანახარჯებით მუშაობის მეთოდებს ვაცნობთ. საველე ტრენინგებისთვის თვალსაჩინო მიწის ნაკვეთებს ვქმნით. მუშაობაში ჩართული არიან საინფორმაციო ცენტრები, ადგილობრივი ხელისუფლება და თავად ფერმერები. ყველანი ერთად ვთანხმდებით იმაზე, თუ რა არის პრიორიტეტი.“

ევროკავშირი

„მთავარი მიზანია, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, სწავლების თანამედროვე მეთოდების განმარტება, რომელიც ეკოლოგიურ მიდგომას გულისხმობს. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი ერთიანი მიდგომა, თუმცა იგი მიმართულია ფერმერებთან თანამშრომლობის კონკრეტულ მხარეებზე. როგორც წესი ესენი მოტივირებული ფერმერები არიან. ბევრი მაგალითი ადასტურებს, რომ ეს მიდგომა ამართლებს. ჩვენ გვყავს ფერმერები, რომლებმაც 30%-ით ნაკლები დანახარჯით, 40%-ით გაზარდეს წარმოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია… მაგალითად ერთი ფერმერი თავიდან სიმინდს მხოლოდ საქონლის საკვებად აწარმოებდა. შემდგომ წარმოება სხვა ჯიშის სიმინიდის მოყვანით შეცვალა. სულ ცოტა ხნის წინ, მან წამყვან სასურსათო ქსელთან ხელშეკრულება გააფორმა. იმედია ასეთი მიდგომები სხვა პროდუქტების წარმოებაზეც აისახება.“

„დადებითი მხარეებით დავიწყებ… როგორც უცხელმა, რომელსაც ამ სფეროში 35 წლის გამოცდილება განაჩნია და ბევრი სხვა ქვეყანის მეურნეობას იცნობს, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არიან მონდომებული ფერმერები, თან ბევრი. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. საქართველოს ასევე საოცარი ბუნება აქვს. უნდა გვახსოვდეს რომ აქაური კლიმატი და მიწა ფანტასტიკურია. ეს ძალიან დიდი კაპიტალია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ბევრ ქვეყანას არ გააჩნია ისეთი ბუნებრივი რესურსები, როგორიც აქ არის. ამავე დროს, ეს დიდი გამოწვევაა; ფერმერობა ხომ რისკია. ყველგან ასეა. ამიტომ რთულია რომ ფერმერი გადაარწმუნო, თავისი მეთოდები შეცვალოს.“

ევროკავშირი

„საქართველოში, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. როდესაც ასეთი ბუნებრივი რესურსები გაქვს, ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ უნგა გქონდეს. ეს არ არის კრიტიკა, ეს უბრალოდ არსებული რეალობაა. მაგრამ ესეც იცვლება. სწორედ ამას ემსახურება ენპადიც. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ წლების განმავლობაში დიდი თანხის ინვესტიცია მოვახდინეთ. სინამდვლიეში მხოლოდ 2013 წლიდან ვმუშაობთ საქართველოში, რაც სოფლის მეურნეობისთვის ძალიან მცირე დროა. მაგრამ წინსვლა თვალნათელია. წარმოების ყველა სტადიაზეა ვმუშაობთ – მიწის სწორად დამუშავებიდან დაწყებული, პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანით ან მისი ექსპორტზე გატანით დამთავრებული. ეს რთულია. საქართველოში, საკვების უსაფრთხოების, საქონლის შენახვისა და მარკეტინგის მიმართულებით, ბევრია სამუშაო.“

ევროკავშირის დახმარება

„ჩვენი მიზანია განვავითაროთ ქართული ნაწარმი, როგორც ბრენდი. საქართველოში წარმოებულ პროდუქციას კარგი რეპუტაცია უნდა ჰქონდეს. აქ უკვე არის ასეთი პროდუქტები – მაგალითად, ღვინო და თხილი. ეს პოზიტიური გამოცდილება უნდა განვავრცოთ სხვა პროდუქტებზე, რომელთაც აქვთ პოტენციალი, როგორც ექსპორტზე ასევე შიდა ბაზარზე. მხოლოდ ექსპორტზე ყურადღების გადატანა სწორი არ არის, ადგილობრივი მოსახლეობაც გასათვალისწინებელია. საქართველო საკვების იმპორტზეა დამოკიდებული, მაგალითად მისი ხორბლის 85% იმპორტირებულია. აუციელებელია, შეიცვალოს მომხმარებლების დამოკიდებულებაც. მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი ცოტათი მეტი დახარჯონ ადგილობრივ პროდუქციაში. ეს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასაც გააჯანსაღებს. აქ არსებობს დიდი პოტენციალი, ენერგია, მაგრამჯერ კიდევ, ძალიან ბევრი უნდა გაკეთდეს, რომ სასურველ დონეს მივაღწიოთ.“

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend