მთავარიCOVID-19ერთი ექიმის ამბავი "ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლა ომია"

ერთი ექიმის ამბავი “ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლა ომია”

“ბოლო ათი თვეა ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, მხოლოდ პაციენტები არიან განსხვავებული, დანარჩენი იგივეა.” ამბობს 32 წლის ექიმი-ინფექციონისტი ეკა ჭოლაძე.

„ადამიანები ამბობენ, რომ ჩაიკეტნენ და სულ სახლში არიან, ჩვენ პირიქით ვართ. სახლში არასდროს აღარ ვართ. სულ სამსახურში გვიწევს ყოფნა. თუმცა სხვა პროფესიის ადამიანების მსგავსად ადამიანური ურთიერთობების ნაკლებობა ჩვენც გვაქვს. ჩვენც გვენატრებიან მეგობრები და ნათესავები.

როდესაც პაციენტი მძიმეა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლას იწყებ, ეს ყოველთვის ომია. ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლა ომია, უბალოდ პანდემია უფრო დიდი მასშტაბისაა, მაგრამ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ძვირფასია და მისი დაკარგვა ყოველთვის მწარეა. ბევრია ასეთი დღე, როცა წვალობ,  ცდილობ, რომ პაციენტი გადაარჩინო და ვერ გადაარჩენ. ეს ძალიან მძიმეა.“ ეკა ჭოლაძე, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმი-ინფექციონისტი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend