მთავარიამბებიმთავრობა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას გეგმავს

მთავრობა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას გეგმავს

მთავრობა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას გეგმავს.  რეფორმის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა  კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დონეზე აიყვანოსამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 28 იანვარს განაცხადა. რეფორმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით დაიწყება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელწმიფო საწარმოების რეფორმა უბრალოდ სურვილი კი არ არის, არამედ იმ ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული აუცილებლობა, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. 

„დღეს მთავრობა იწყებს აქტიურ მსჯელობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ჩადებული და რაც საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია 2021-2024 წლების განმავლობაში. ეს, განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, რეფორმა საქართველოს სახელწმიფო ელექტროსისტემით დაიწყება.

„ ჩვენ ამ ნაბიჯს ვიწყებთ, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული ამ კომერციული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები, მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ, რომლებმაც, შემდგომი წლების განმავლობაში, უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის ფუნქციონირება“ – თქვა გიორგი გახარიამ.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

„ ეს არ იქნება ერთი საწარმო, რომელზეც ჩვენ გავჩერდებით, ეს იქნება თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომლებმაც საბოლოოდ, ჩვენი სახელმწიფო საწარმოების მართვა უნდა დააახლოოს კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან,” –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend