მთავარიმსოფლიოკრიზისი ხმელთაშუა ზღვაში - საბერძნეთმა და თურქეთის რესპუბლიკამ მოლაპარაკებები განაახლეს

კრიზისი ხმელთაშუა ზღვაში – საბერძნეთმა და თურქეთის რესპუბლიკამ მოლაპარაკებები განაახლეს

ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ რიგით 61-ე შეხვედრაზე და შეეცადნენ, ეპოვათ გამოსავალი კრიზისიდან, რომლის მიზეზითაც სულ რამდენიმე თვის წინ ნატოს წევრ ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო კონფრონტაციის ნამდვილი საფრთხე შეიქმნა.

საბერძნეთსა და თურქეთს შორის სადავო ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ბუნებრივი რესურსების განაწილებაა.

მიუხედავად იმისა რომ მოლაპარაკებათა ამ რაუნდთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ არსებობდა, თვითონ მოლაპარაკებების გამართვა და დიალოგის რეჟიმში ყოფნა ორივე მხარისათვის მისაღები მინიმუმი იყო.

 

პროცესებში აქტიურად არის ჩართული ევროკავშირი და ოფიციალური ბერლინი.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯიფ თაიფ ერდოღანმა უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირთან მიმართებით ტონი საგრძნობლად შეცვალა. თურქმა ლიდერმა გამოაცხადა, რომ თურქეთის რესპუბლიკას ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება სურს.

ევროკავშირის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამდნენ თურქეთის რესპუბლიკისათვის სანქციების დაწესებაზე, მაგრამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა თურქეთის რესპუბლიკისათვის სანქციების დაწესება გადადეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend