მთავარიმსოფლიოიტალიაში ვაქცინაციის პროცესს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები აფერხებს

იტალიაში ვაქცინაციის პროცესს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები აფერხებს

იტალიაში ვაქცინაციის პროცესი  გრძელდება. მთავარი გამოწვევა ახლა ვაქცინის დეფიციტი და მის  ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხებია. ფაიზერისა და ბიონტეკის ვაქცინის მინუს 80 გრადუსზე შენახვა და ტრანსპორტირება ბევრ პრობლემას ქმნის იტალიის რეგიონებში. ევროპა ალტერნატიული ვაქცინის დამტკიცებას ელოდება, რომლის შესანახად დაბალი ტემპერატურა აუცილებელი არ იქნება.  ეს კი ვაქცინაციის პროცესს დააჩქარებს.

თითოეული მოძრაობა უნდა იყოს ფრთხილი და სწრაფი, როცა ვაქცინის ფლაკონი ხელში გიჭირავს, წამიც არ უნდა დაიკარგოს. ის დღეს ყველაზე ძვირფასი სითხეა.

„ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინები   თვითმფრინავით ბელგიიდან იტალიაში ჩადის შემდეგ კი რეგიონალურ ცენტრებში აგზავნიან. მაგალითად, ერთ-ერთი ვაქცინის მარაგი  ლივორნოში, ტოსკანის ჩრდილოეთით, მიაქვთ, იქ ის ძალიან ფრთხილად გადააქვთ საყინულეებში, რომლებიც საავადმყოფოს აფთიაქში არსებულ საცავებშია.

 

 

ჯუზეპე ტაურინო- ტოსკანის რეგიონის ჯანდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი:

„ფაიზერის“ პროდუქტის  შეფუთვიდან ამოსაღებად მხოლოდ სამი წუთი გვაქვს , შემდეგ ის საყინულეში მიგვაქვს, რათა პროდუქტი არ გალხვეს. ეს მნიშვნელოვანია: თავიდან უნდა ავიცილოთ გალხობა და ხელახლა გაყინვა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პროდუქტს სწრაფად მოათავსებენ მინუს 80-გრადუსიან საყინულეში.“

ფრანჩესკა აზენა- ლივორნოს რეგიონის ჯანდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი

ფლაკონები ინახება გაყინვის ტემპერატურაზე, შემდეგ ალხობენ და მიაქვთ ადგილობრივ ცენტრებში.. იქ კი 5 დღეში უნდა გამოიყენონ. ჯანდაცვის ექსპერტები წნეხის ქვეშ არიან. მათ უნდა უზრუნველყონ ამ პროცესის უსაფრთხოება და სისწრაფე.

 

‘ჩვენ ადაპტაციის სწრაფი უნარი გვაქვს. მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ჩვენი დრო და სამუშაო ახალ საჭიროებებს უნდა მოვარგოთ.. „

 

დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმისთვის, რომ ვაქცინა გამოუსადეგარი გახდეს, სულ რამდენიმე წუთია საჭირო. მისი დაღვრა ან დაზიანება ასეთ დროს საკმაოდ სარისკოა, როდესაც ვაქცინების დეფიციტი ევროპის ყველა ქვეყნაში პრობლემას წარმოადგენს“

ვაქცინების დეფიციტმა დამატებითი საზრუნავი გაუჩინა რეგიონულ ჯანდაცვის სააგენტოებს. მათ აღნიშნეს, რომ პროცესში ყველა მხარე ჩართული და ინფორმირებულია.

 

ჯუზეპე ტაურინო- ტოსკანის რეგიონის ჯანდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი:

„ჯანდაცვის ყველა ადგილობრივმა სააგენტომ ხელი შეუწყო ვაქცინების შენახვის პროცესს და ის ხელმისაწვდომი გახდა ისეთი სააგენტოებისთვის, რომლებსაც ვაქცინა არ ჰქონდათ. ეს ერთგვარი  დახმარებაა ადგილობრივ სააგენტოებს შორის.“

 

ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის როგორც ვაქცინის დეფიციტი, ისე ლოგისტიკური საკითხები, რომლებიც ტრანსპორტირებასთან არის დაკავშირებული.

ევროპა იმედოვნებს, რომ ახალი ვაქცინა, რომლის შენახვაც ასეთ დაბალ ტემპერატურაზე არ იქნება საჭირო, ხელმისაწვდომი იქნება უფრო მეტი ადამიანისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend