აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სენატს დონალდ ტრამპის იმპიჩმენთთან დაკავშირებული ბრალდება წარუდგინა. იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად დემოკრატების გარდა საჭიროა 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა.
დემოკრატების წარმომადგენელთა პალატის 9 პროკურორმა კაპიტოლიუმს საზეიმო სვლით შემოუარა. მათ წარმომადგენელთა პალატის 100 წევრს გადასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვით, დონალდ ტრამპს ბრალი აქვს წაყენებული აჯანყების წახალისების გამო. სენატის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ. წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის პროცესის ხელმძღვანელმა ჯეიმი რასკინმა განაცხადა რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული და დემოკრატიული ინსიტიტუციების უსაფრთხოებას და რომ მან უღალატა ამერიკელ ხალხს, და სწორედ ამიტომ მას არ აქვს თანამდებობაზე დარჩენის უფლება.
კაპიტოლიუმის შენობის წინ 6 იანვარს სხვა სურათი იყო ვიდრე ახლა, მაშინ მოძალადე ჯგუფები შენობაში შეიჭრნენ. პრეზიდენტ ტრამპს კი არეულობის წაქეზებაში ადანაშაულებენ.
იმპიჩმენტის მეორე პროცესი 2 კვირაში დაიწყება. დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარსადგენად 17 რესპუბლიკელის ხმა არის საჭირო, თუ ეს მოხდება, ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი დამტკიცდება.