Google აცხადებს, რომ თუ ავსტრალია კომპანიას საინფორმაციო სააგენტოებისთვის თანხის გადახდას დაავალდებულებს, ისინი ქვეყანაში საძიებო სისტემის ფუნქციონირებას შეეჩერებენ.
უკვე რამდენიმე თვეა, ტექგიგანტი ეწინააღმდეგება ავსტრალიის მთავრობის ინიციატივას. ახალი კანონის მიხედვით, მათ თანხა უნდა გადაუხადონ სააგენტოებს, როდესაც მათი ვებგვერდების ბმულები საძიებო სისტემაში გამოჩნდება.
კომპანია აცხადებს, რომ მსგავსი რამ საძიებო სისტემების მუშაობის თავისებურებებთან შეუსაბამობაშია. ავსტრალიაში Google-ის მმართველი დირექტორი მელ სილვა ამბობს, რომ თუ გარკვეულ ინფორმაციაზე გადამყვან ბმულს ფასი დაედება, ეს საძიებო სისტემების ფუნქციონირებას ჩამოშლის.
Mel Silva, Managing Director for Google Australia, explains why there is a workable news code that doesn’t break Google Search. Learn more about what the News Media Bargaining Code means for you at https://t.co/X4UoySQPLw pic.twitter.com/9UjtaPW0zZ
— googledownunder (@googledownunder) January 22, 2021
სილვას თქმით, Google-ს აქვს ალტერნატივა, რომელსაც Google News Showcase ეწოდება. ეს პროგრამა მომხმარებლებს სააგენტოების მიერ წინასწარ გადარჩეულ მასალებს სთავაზობს, სააგენტოები კი სანაცვლოდ თანხას მიიღებენ. Google ამ ინიციატივაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1,3 მილიარდი ავსტრალიური დოლარის დახარჯვას აპირებს.