მთავარიმსოფლიოევროკავშირმა და თურქეთმა მოლაპარაკებები განაახლეს

ევროკავშირმა და თურქეთმა მოლაპარაკებები განაახლეს

ევროკავშირმა და თურქეთმა მოლაპარაკებები განაახლეს, მოლაპარაკებისთვის ბრიუსელში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

თურქეთმა ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობების დასალაგებლად ძალისხმევა გამოიჩინა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ბრიუსელს ეწვია. მან ევროპელ კოლეგებთან ერთად განიხილა რამდენიმე საკითხი, მათ შორის იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და საბაჟო პუნქტების განახლება. ამ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკება წლებია შეჩერებულია.

თუმცა, სირიისა და ლიბიის კონფლიქტებში და კვიპროსის გაყოფაში ანკარის ჩარევის გამო დაძაბულობა კვლავ გრძელდება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით 2020 წელი ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით პრობლემური იყო, რაც ევროკავშირის საბჭოს დეკემბრის სამიტსა და მის დეკლარაციაში უარყოფითად აისახა. თუმცა შემდეგ ორივე მხარემ დადებითი ატმოსფეროს შექმნისა და მხარეებს შორის კავშირების გამყარების სურვილი გამოთქვა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით თურქეთსა და საბერძნეთს შორის მოლაპარაკებების განახლება კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯია.

„ჩვენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და მთლიანად რეგიონში დაძაბულობის შემსუბუქება გვსურს,“ თქვა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ბევრი მიიჩნევს, რომ თურქეთის შეცვლილი პოზიცია განაპირობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილებამ, ისე იმ სანქციებმა, რომლებიც ანკარას რუსული წარმოების სარაკეტო სისტემის გამოყენებისთვის დაეკისრა.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კი არ მალასვს რომ თურქეთმა NATO-სა და ევრიკავშირს პრობლემები შეუქმნა.

„თურქეთმა უამრავი პრობლემა შექმნა ხელთაშუაზღვაში, სირიასა და ლიბიაში ძალის ჩვენებითა და რუსული სამხედრო ტექნიკის შეძენით, რომელიც ნატოს ტექნიკისგან განსხვავებულია. თუმცა, ჩვენ თურქეთთან ახლო ურთიერთობა გვჭირდება და მჯერა, რომ ბაიდენის პრეზიდენტად არჩევამ დღის ახალი წესრიგი შექმნა. ერდოღანი აცნობიერებს, რომ ტრამპის წასვლის გამო მას თეთრ სახლში მოკავშირე აღარ ჰყავს. ასე რომ, ის შესაბამისად უნდა მოიქცეს,“ განაცხადა რასმუსენმა ევრონიუსთან საუბარში.

დეკემბერში ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, თურქეთის წინააღმდეგ სანქციები გაეგრძელებინათ კვიპროსზე მიმდინარე არალეგალური ბურღვითი სამუშაოების გამო.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend