მთავარი კულტურა "ოთახი და ნახევარი"- იოსიფ ბროდსკის მუზეუმი

“ოთახი და ნახევარი”- იოსიფ ბროდსკის მუზეუმი

 

სანკტ-პეტერბურგში პოეტისა და ესეისტის, იოსიფ ბროდსკის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმს ბროდსკის პირველი ინგლისურენოვანი ესსეს სათაურის მსგავსად „ოთახი და ნახევარი” ჰქვია. მუზეუმის დირექტორ მაქსიმ ლევჩენკოს თქმით ამ სივრცეში ყველაფერი რეალურს ჰგავს და ისე გამოიყურება, როგორც ბროდსკის სიცოცხლეში.

ბინა, სადაც პოეტი მშობლებთან  ერთად 1972 წლმადე ცხოვრობდა, სანან იძულებით ემიგრაციაში წავიდოდა, ახლა მუზეუმადაა ქცეული. ეს მუზეუმი ლიტერატურის დარგში  ნობელის პრემიის ლაურეატის, ნახევრად რუსი და ნახევრად ამერიკელი მწერლის,  იოსიფ ბროდსკის პატივსაცემად გაიხსნა.

ივან ონოსოვი, გიდი:

“აქ საგამოფენო სივრცეა, სადაც შეგვიძლია ვნახოთ ალექსანდრე ივანოვიჩის სხვადასხვა ნივთი თუ ფოტო, იმედი გვაქვს, რომ არქივიდან დამატებით მასალას მივიღებთ. ახლა აქ გვაქვს ის ნივთები, რომლებიც ბროდსკის  მუზეუმის ‘ოთახ და ნახევრის’ რესტავრაციის დროს იპოვეს. აქ შეგიძლია კონცენტრირება მოახდინო დროებით ექსპოზიციაზე, ხოლო მემორიალურ ოთახებში კედლები ცარიელია და ჩანს მხოლოდ ფოტოები, რომლებიდანაც შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ბინა ბროდსკის დროს. “

თავად შენობა მე -20 საუკუნის დასაწყისში პეტერბურგის ერთ-ერთ “არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად” ითვლებოდა.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ, სახლი მცირე ფართებად დაიყო და იქ მცხოვრებ ხალხს გადაეცა –  მათ შორის იყო  ბროდსკის მამაც.

მაქსიმ ლევჩენკო, მუზეუმის დირექტორი:

„ჩვენ ვეცადეთ,  არ გადაგვეკეთებინა ინტერიერი. შევინარჩუნეთ მისი რეალური სახე, ყველაფერი დავტოვეთ ისე, როგორც იყო. დავტოვეთ სიცარიელე.. ეს მოწყობილობებიც იმ ფოტოების მიხედვითაა, რომლებიც ბროდსკის ემიგრაციის შემდეგაა გადაღებული.”

ბროდსკის ნობელის პრემია 1987 წელს 47 წლის ასაკში მიენიჭა.

ეს  ცნობილი მწერლის პირველი მუზეუმია მშობლიურ ქვეყანაში.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი