ამჟამინდელი ინფორმაციით, მადრიდის ცენტრალურ ნაწილში მომხდარმა აფეთქებამ ორი ადამიანი იმსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ჩამონგრეულია შენობის ფასადი.
მადრიდის მერის, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდას განცხადებით, ინციდენტი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
Desplegados en la calle Toledo más de 120 agentes especializados de Policía Nacional: UIP, UPR, TEDAX, Subsuelo, SMA, Policía Científica, Seguridad Ciudadana, Información y Guías Caninos.
Se continúa trabajando en el aseguramiento del lugar#Madrid #Explosión pic.twitter.com/3g6SnbngHb— Policía Nacional (@policia) January 20, 2021
შენობას სკოლა და ხანდაზმულთა თავშესაფარი ესაზღვრება, ხალხის ევაკუაციაც აფეთქების შემდეგ მალევე დაიწყეს და იქ არავინ დაშავებულა. სკოლაში კი არავინ იყო, რადგან 9 იანვრის დიდთოვლობის შემდეგ შეჩერებული სასწავლო პროცესი მადრიდში ჯერ არ განახლებულა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია როგორც ესპანეთის პოლიცია, ისე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.