მთავარისპორტი„ლესტერი“ პრემიერ ლიგის ლიდერია-„მელიებმა“ ლონდონის „ჩელსი“ დაამარცხეს

„ლესტერი“ პრემიერ ლიგის ლიდერია-„მელიებმა“ ლონდონის „ჩელსი“ დაამარცხეს

 

ინგლისის პრემიერლიგის მეთვრამეტე ტურის გამოტოვებულ მატჩში ლონდონის „ჩელსი“ „ლესტერ სიტის“ ესტუმრა. მატჩი მასპინელთა გამარჯვებით 2:0 დასულდა.

ანგარიში მეექვსე წუთზე უილფრიდ ნდიდიმ გახსნა, 41-ე წუთზე კი ჯეიმს მედისონმა „მელიების“ უპირატესობა 2-მდე გაზარდა.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. 86-ე წუთზე ტიმო ვერნერმა გოლი გაიტანა, რომელიც არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

ამ გამარჯვებით „ლესტერმა“ 38 ქულა მოაგროვა და  პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა ბრენდან როჯერსის შეგირდების ლიდერობა, სავარაუდოდ, დროებითია, რადგან მანჩესტერულ გუნდებს, „სიტისა“ და „იუნაიტედს“ ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული და გამარჯვების შემთხვევაში „ლესტერს“ ორივე გუნდი გადაასწრებს.

„მანჩესტერ სიტი“ „ასტონ ვილას“ თბილისის დროით 22:00 საათზე შეხვდება, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი „ფულჰემს“ 00:15 საათზე ესტუმრება.

 

ავტორი: გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend