მთავარიმსოფლიოერთი დღე ინაუგურაციამდე - ვაშინგტონის კაპიტოლიუმთან უსფრთხოების ნორმები მკაცრდება

ერთი დღე ინაუგურაციამდე – ვაშინგტონის კაპიტოლიუმთან უსფრთხოების ნორმები მკაცრდება

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ერთი დღე დარჩა. ვაშინგტონის კაპიტოლიუმთან უსფრთხოების ნორმები მკაცრდება. ინაუგურაციის დღეს ეროვნული გვარდიის 25 000-ზე მეტი წარმომადგენელი იქნება მობილიზებული. ცერემონიას 200 ათასი სტუმრის ნაცვლად, მხოლოდ 1000 დაესწრება. ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციას არ დაესწრება.

ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ინაუგურაცია სხვებისგან განსხვავებული იქნება.

ზოგიერთი რამ კვლავ ტრადიციულად ჩატარდება, თუმცა ასე მკაცრად დაცული უსაფრთხოების ზომები არავის ახსოვს. პანდემიამ და 6 იანვრის მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა.

მიუხედავად სამზადისისა ვაშინგტონში კვლავ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.ამერიკის დროშებს დაკიდებენ ვაშინგტონის მონუმენტთან, სადაც სტუმრები დადგებიან. დროშები იმ ადამიანებს განასახიერებენ, რომლებიც კორონავირუსით დაიღუპნენ.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის (NYPD) ორასი თანამშრომელი უსაფრთხოების დაცვაში მიიღებს მონაწილეობას.

ხელისუფლება არ აპირებს კაპიტოლიუმში ძალადობა დაუშვას.

ჟურნალ „The New Yorker“- ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ სხედან ტრამპის მომხრეები აშშ-ის კონგრესმენების სავარძლებში. ვიდეოში ჩანს, როგორ იკავებენ დემონსტრანტები დეპუტატების ადგილებს და როგორ უღებენ ფოტოებს მათ დოკუმენტებს.

ადგილზე მობილიზებული იქნება ეროვნული გვარდიაც, ეს უსაფრთხოების მთავარ ბირთვს წარმოადგენს. ყველას გამოძიების ფედერალური ბიურო შეამოწმებს, რათა საფრთხე თავიდან აირიდონ.

შესაძლო ძალადობრივი პროტესტის გამო, აშშ-ის 50-ივე შტატში  მზადყოფნაა.

რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია უარს ამბობენ, დაესწრონ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიას… შესაძლოა ისინი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე გაემგზავრონ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend