მთავარიdraft geoუნგრეთი ჩინური ვაქცინის შეძენის საკითხს განიხილავს

უნგრეთი ჩინური ვაქცინის შეძენის საკითხს განიხილავს

უნგრეთის მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინას შეისწავლის და  მისი დამტკიცების შემთხვევაში შეიძენს კიდეც. ჩინური ვაქცინის მიმართ სკეპტიკური განწყობის ფონზე უნგრეთმა ჩინეთის დედაქალაქში მკვლევართა ჯგუფი გაგზავნა, რომელმაც პეკინში მოქმედი საწარმო დაათვალიერა.

უნგრეთში კორონავირუსთან საბრძოლველად „სინოფარმის“ ჩინური  ვაქცინის დამტკიცებას გეგმავენ. პეკინში გაგზავნილმა მკვლევართა  ჯგუფმა კარგად გამართული საწარმო დაათვალიერა, თუმცა ვაქცინაზე  კლინიკური ცდები ჯერ არ დასრულებულა. მთავრობა მარეგულერებელ ორგანოებს ურჩევს,  სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. ისინი ამ ვაქცინით 60 წელს გადაცილებული ქრონიკული დააავადების მქონე ხალხის აცრას გეგმავენ. ჩინეთშიც „სინოფარმის“  ვაქცინას 60 წლამდე ასაკის პირების ასაცრელად იყენებენ. პრეპარატი ძველ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომელიც გააქტიურებულ ვირუსს იყენებს და შესაძლოა, თანამედროვე ვაქცინებთან შედარებით, მეტი გვერდითი მოვლენა ჰქონდეს.

უნგრეთში ყოველ კვირაში იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც მზად არიან აიცრან. თუმცა ჩინურ ვაქცინას ნაკლებად ენდობიან. მის გაკეთებას გამოკითხულთა მხოლოდ 22%-ი ეთანხმება.

უნგრეთის მეზობელმა ქვეყანამ სერბეთმა კი ჩინეთისგან „სინოფარმის“ ვაქცინის 1 მილიონი დოზა უკვე შეიძინა.

 
ავტორი: არჩილ მდინარაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend