მთავარიამბებიპრემიერმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა

პრემიერმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა სპეციალური კომისიის წევრებთან ერთად განიხილა.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე 19 იანვარს განიხილა.

 

შეხვდრაზე იმსჯელეს, როგორ მოხდება მოსახლეობის ეტაპობრივი ვაქცინაცია და  რომელი სამიზნე ჯგუფები განისაზღვრება პირველ რიგში.

 

შეხვედრისას აღინიშნა, რომ დღეს მოქმედი მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ არის, რადგან მიღწეულ შედეგებს გაფრთხილება სჭირდება.

 

პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, ეკონომიკის გახსნის დროს ვირუსი ძალიან სწრაფად რომ არ გავრცელდეს,  რამდენიმე  ღონისძიება კომპლექსურად უნდა გატარდეს: უნდა შენარჩუნდეს ტესტირების ზრდის დინამიკა, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას, გონივრულად შემსუბუქდეს და ჩატარდეს ვაქცინაცია.

 

გახარიას განმარტებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება  ვაქცინაციის ეროვნული გეგმაც, რომელმაც ქვეყანა ვაქცინაციის პროცესისთვის ტექნიკურად უნდა მოამზადოს. როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. გეგმის მომზადებაში ჩართული ექსპერტებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების შეფასებით, დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების მოთხოვნებთან. გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფები  მსოფლიო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების გათვალისწინებით შეირჩა.


ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, რის შემდეგაც  იგი საჯარო გახდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend