მთავარიამბებითამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტი გამოჩნდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტი გამოჩნდა

საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის ზაფხულში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.  ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, გაირკვა, რომ გოგონას, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს გარდაცვლილთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ბაჩალიაშვილის ოჯახს მცდარ ინფორმაციას აძლევს.

პროკურატურის ცნობით, გოგონა ფსიქიკური პრობლემების გამო, მეურვეობის ქვეშ იმყოფება.

 

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე ..- მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას ..-, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან, თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს, იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. ..- ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და ..- წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა ..- ბიძამ ..-.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი  გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.

თუმცა გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობას თავიდანვე გამორიცხავდა და მკვლელობის შესაძლო სხვადსხვა ვერსიას განიხილავდა. ბაჩალიაშვილის ოჯახმა  პოლიცია უმოქმედობასა და არაკეთილსინდისიერ პრაქტიკაში დაადანაშაულა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის 17 დეკემბრის განცხადებით, დადგინდა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტმა თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და რომ მის მიმართ „დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია“, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა.

თვითმკვლელობის შესახებ პროკურატურის ვერსიას ისევ არ ენდობა გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი, რომელიც თვლის, რომ მკვლელობა მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend