მთავარისპორტიზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი დაიწყო

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი დაიწყო

პირველ სათამაშო დღეს „მეგამ“ „ცხუმ-აფხაზეთი“ სენსაციურად დაამარცხა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქოქრიას მემორიალური ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირზე 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი და თითოეული ჯგუფიდან ნახევარფინალის საგზურს 1 გუნდი მოიპოვებს.

პირველ სათამაშო დღეს 4 შეხვედრა გაიმართა. „ვერამ“ „ტიტები“ 85:78 დაამარცხა, „ქუთაისმა“ „დინამოს“ 92:75 მოუგო, „ოლიმპმა“ კი „ორბს“ 90:53 სძლია.

პირველი დღეს მთავარი სენსაცია D ჯგუფის მატჩში მოხდა. საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის, „ა ლიგის“ გუნდმა, „მეგამ“ „სუპერლიგის“ ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი „ცხუმ-აფხაზეთი“ 84:79 დაამარცხა. „ა ლიგა“ ჯერ არ დაწყებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ „მეგას“ სათამაშო გამოცდილება არ აქვს, „ცხუმ-აფხაზეთი“ კი უმაღლესი ლიგის, „სუპერლიგის“ სამეულში შესასავლელად იბრძვის, ამიტომაც „ცხუმ-აფხაზეთი“ ამ მატჩის უპირობო ფავორიტად ითვლებოდა.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 19 იანვარს დასვენებაა, 20 იანვარს კი მეორე ტურის 4 მატჩი გაიმართება.

„ორბი“-  „თსუ“ 11:00

„კაკტუსი“ – „მეგა“ 13:15

„ვერა“ – „რუსთავი“ 15:30

„მგზავრები“ – „ქუთაისი“ 17:45

ავტორი: გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend