ავტორი: ლეო სიხარულიძე
საქართველოს პრეზიდენტი 20 იანვარს ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბგერთან.
რეგიონში ახალი სტატუს კვო
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ საქართველოს ევრო-ატლანტიკურმა ინტეგრაციამ უწინდელზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ევრონიუს ჯორჯიას აინტერესებდა თუკი რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ნატო-საქართველოს გადმოსახედიდან. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საპირწონედ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საუბრობენ საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების აუცილებლობაზე, ამ ჯგუფებს მაგალითად მოჰყავთ ავსტრია და შვეიცარია, ხშირად ისმის საუბარი ნატოში გაწევრიანების მაგივრად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების მეტად გამყარებაზეც. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გავესაუბრეთ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას.
სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული არჩევანი
იენს სტოლტენბერგმა განაცხადა რომ ნატოში გაწევრიანების საკითხი ეხება კანდიდატ ქვეყანას და ნატოს, რუსეთის ფედერაციას ამ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს.
„ ჩვენ არავის ვავალდებულებთ ნატოში გაწევრიანებას, შვედეთს, ფინეთს, მაგალითად, ჩვენ მეზობლებს არ სურთ ნატო-ში გაწევრიანება და ჩვენ ამას პატივს ვცემთ “- იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი.