მთავარიმსოფლიოინაუგურაციამდე ამერიკა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

ინაუგურაციამდე ამერიკა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ამერიკის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. სხვადასხვა შტატში ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები არიან მობილიზებულები. პარალელურად, ოჰაიოსა და მიჩიგანის შტატებში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან დააკავეს მამაკაცი, რომელსაც თან ჰქონდა იარაღი და 500 ვაზნა. 20 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდნტო ინაუგურაციის ცერემონიასთან დაკავშირებით, ქალაქში მობილიზებულია ეროვნული გვარდიის ათასობით ჯარისკაცი. ინაუგურაციის ცერემონიების ჩვეულებრივ სტანდარტებთან შედარებით, ვაშინგტონში ამჟამინდელი უსაფრთხოების  ზომები განსაკუთრებულად გამკაცრდა.

ქვეყანაში უსაფრთხოების  ასეთი მკაცრი ზომების გატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარმომადგენელთა პალატის წევრებმა იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადეს. ეს აშშ-ის ისტორიაში ერთი და იგივე პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის ორჯერ გამოცხადების პირველი შემთხვევაა.  ტრამპს სენატში გამართულ სასამართლო პროცესზე გამოცხადება მოუწევს, რადგან ,,აჯანყების წაქეზება’’ ედება ბრალად.

უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია აშშ-ის 50-ვე შტატში. ეს გადაწყვეტილება მიჩიგანში, ქალაქ ლანსინგში მდებარე შტატის კაპიტოლიუმის შენობასთან ათეულობით ადამიანმა გააპროტესტა. მათ შორის იყვნენ შეიარაღებული, ულტრამემარჯვენე, ანტისამთავრობო დაჯგუფება ,,ბუგალუს ბიჭების’’ წარმომადგენლები და დონალდ ტრამპის მხარდამჭერები.

საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ოჰაიოს შტატშიც, თუმცა დემონსრტაციები მშვიდობიანად დასრულდა. აქციის ზოგიერთმა მონაწილემ დაგმო  ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა და ძალადობა.

გასულმა დღემ აშშ-ში დაპირისპირების გარეშე ჩაიარა, თუმცა უსაფრთხოების ზომების შემსუბუქებას, ჯერჯერობით, არავინ აპირებს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend