იტალიაში, კორონავირუსის პანდემიის გამო, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა დაწესებულებებთან ერთად, თეატრებიც დახურულია. ნეოპოლში “ბელინის” თეატრის მსახიობებმა შეზღუდვების წინააღმდეგ თავიანთი პროტესტი უჩვეულო ფორმით გამოხატეს. ისინი უკვე ერთი თვეა თეატრში ცხოვრობენ და ახალ წარმოდგენაზე მუშაობენ.
თითქმის ერთი თვეა, რაც 6 ხელოვანი ნეაპოლის ერთ-ერთ წამყვან “ბელინის” თეატრში, ცხოვრობს. მათ სძინავთ გასახდელ ოთახებში, ჭამენ თეატრის ფოიეში და არ მიდიან სახლში.
ისინი მუშაობენ სპექტაკლზე, სახელწოდებით „წითელი ზონა“. სპექტაკლი კოვიდპანდემიის გამოცდილებაზეა. წარმოდგენას თეატრების გახსისთანავე დადგამენ.
მსახიობების განცხადებით, სპექტაკლი იმას ასახავს, რაც მთელს მსოფლიოში ხდება. მსახიობებიც სწორედ ამის გადმოცემას შეეცდებიან. “წითელი ზონის” თანაავტორის, დავვიდე საჩოს განმარტებით, როდესაც ფარდა აიწევა, მაყურებელი მიხვდება, რომ იყო ხალხი, რომლებიც თავისებურად ებრძოდნენ პანდემიას. ეს, თავის მხრივ, ხელოვნების ნიმუში იქნება.
თეატრში გამოკეტვა გარკვეული პროტესტი იყო იმ რეგულიაციების მიმართ, რომლებიც თეატრებს დაუწესეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ სანიტარულ ნორმას იცავდნენ, თეატრებში მუშაობა მაინც შეჩერდა.
ისინი აქ მუშაობენ და ცხოვრობენ. მათ სცენა თავიანთი შემოქმედებითი პროცესის ცენტრად აქციეს, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ თეატრში სიცოცხლე არ გაჩერდეს. ისინი ახალ ისტორიას ქმნიან. “ბელინის” თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დანიელე რუსოს განცხადებით, იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც განიხილავდნენ, რისი გაკეთება შეეძლო თეატრს პოლიტიკური კუთხით. მათი აზრით, თეატრი უნდა დარჩეს თეატრად და ახალი იდეები ხელოვანმა სცენაზე უნდა გადაიტანოს, მიუხედავად იმისა, რა სურთ პოლიტიკოსებს.
„წითელი ზონა“ მხოლოდ ერთხელ დაიდგმება. სპექტაკლი მოგვითხრობს, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები პანდემიის დროს.