მთავარი მთავარი ამბავი ირლანდიის ისტორიის შავი ფურცელი: 1922-1998 წლებში დედათა და ბავშვთა სახლებში 9000 ბავშვი...

ირლანდიის ისტორიის შავი ფურცელი: 1922-1998 წლებში დედათა და ბავშვთა სახლებში 9000 ბავშვი გარდაიცვალა

ირლანდიის მთავრობამ ხუთწლიანი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ დედათა და ბავშვთა სახლებში მარტოხელა დედებს ხშირად  სასტიკად ეპყრობოდნენ  და შვილების გაშვილებასაც კი აიძულებდნენ.

ირლანდიაში 1922 წლიდან 1998 წლამდე 56 000 მარტოხელა ფეხმძიმე ქალს სამშობიაროდ  ე.წ.  დედათა და ბავშვთა სახლებში გზავნიდნენ. ამ დაწესებეულებებში ქალებს სასტიკად ექცეოდნენ და განიკითხავდნენ, იმის გამო რომ დაორსულდნენ. მარტოხელა დედებს ხშირად ბავშვის გაშვილებასაც აიძულებდნენ.

ფიონის ცხოვრება თავდაყირა დადგა მას შემდეგ, როდესაც აღმოჩინა, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში გაატარა. იგი დედათა და ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელია. ფიონის და დედამისს 40 წელიწადი დასჭირდათ იმისთვის,  რომ სააშკარაოზე გამოეტანათ ის ყველაფერი, რაც დედათა და ბავშვთა სახლებში მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა.

ფიონი ამბობს, რომ იგი დედას დაბადენისთანავე მოწყვიტეს. ჯეინს საკუთარი შვილის ძუძუთი კვების საშულებაც არ მისცეს და სხვა ბავშვების მოვლას აიძულებდნენ. როგორც იგი ამბობს, ქალები უმძიმეს და დამამცირებელ მდგომარეობაში იყვნენ.

12 იანვარს ხუთწლიანი გამოძიების შედეგები გამოქვეყნდა. ამ პუბლიკაციის მხიედვით, არც ქალებს და  არც მათ შვილებს ე.წ. დედათა და ბავშვთა სახლებში სათანადო სამედიცინო მომსახურება და ადამიანური პირობები არ ჰქონდათ, რის გამოც 9000 ბავშვი გარდაიცვალა.

ამ უმძიმესი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ირლანდიის პრემიერ – მინისტრმა აღიარა, რომ საზოგადოება ძალიან ცუდად ექცეოდა ქალებსა და ბავშვებს. ირლანდიის პრემიერ-მინისტრის მაიქლ მარტინის განცხადებით, ირლანდიაში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქალები სერიოზულ დისკრიმინაციას განიცდიდნენ. განსაკუთრებით რთული იყო იმ ქალების მდგომარეობა, რომლებიც შვილის გაჩენას ქორწინების გარეშე  ბედავდნენ.

ირლანდიაში სასულიერო პირები დიდ გავლენას ახდენდნენ იმ ქალებზე, რომელთაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ირლანდიის პრემიერ-მინისტრ თვლის, რომ  ახლა ხალხმა თვალი უნდა გაუსწოროს სიმართლეს, რადგან წარსულში ჩადენილ დანაშაულში მთელი საზოგადოება მონაწილეობდა.

 

უახლესი

სხვა ამბები