მთავარიდღის ამბებიმასკარადი ბულგარეთში

მასკარადი ბულგარეთში

კორონავირუსის პანდემიამ ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეცვალა. ახალი წესები შეეხო  მასკარადსაც, რომელიც ბულგარეთში, როგორც წესი, იანვარში იმართება ხოლმე. წელს ღონისძიებაზე ხალხმრავლობა არ ყოფილა. ტრადიციული კარნავალი მცირე ჯგუფებად შეკრებილმა მოქალაქეებმა პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით აღნიშნეს.

კუკერი, ის ნიღბიანი პერსონაჟია, რომელიც ბოროტ სულებს დევნიას და იღბალი მოაქვს –  ასეთია ბულგარული ტრადიცია.

როგორც წესი,  მასკარადები იანვარში ბულგარეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში იმართება.

ნიღბების ოსტატებისთვის ეს წელიწადის ყველაზე დატვირთული დროა. იორდანოვის ოჯახისთვის ეს ხელობა ტრადიციად იქცა. ლიუდმილი მესამე თაობაა. ის მამისა და ბაბუას საქმიანობას აგრძელებს. ლიუდმილი კუკერის კოსტიუმებს ბავშვობაში მეგობრებთან ერთად რთავდა, ახლა კი მათ თავად აკეთებს.

“სახელოსნოში მამას ვაკვირდებოდი და ნიღბების დამზადების მთელ პროცესს ვადევნებდი თვალს. დავინტერესდი, შემდგომ  მამას ვეხმარებოდი. მოზარდობის პერიოდში კი  ნიღბების დამზადებას სერიოზულად მივუდექი“, – აღნიშნა ლიუდმილმა.

კუკერის დახვეწილი ნიღბის დამზადება დიდ შრომას მოითხოვს. თითოეული მათგანი უნიკალურია. ყველა სოფელს ტრადიციული კოსტიუმის საკუთარი ვერსია აქვს. როგორც წესი, მხოლოდ ბუნებრივ მასალებს იყენებენ. ლიუდმილას გვიხსნის, რომ ყველა ხელოვანს ნიღბის დამზადების საკუთარი სტილი აქვს და განსხვავებულ მასალას იყენებს.

„მე და მამაჩემი ხეს ვიყენებთ, კერძოდ  ტირიფს ვანიჭებთ უპირატესობას, რადგან მსუბუქია და მისი გამოთლა ადვილია. ზემოდან ბეწვს ვადებთ, თვალებს ამოვავსებთ, ბოლოს კი რქებს ვადგამთ“, – ამბობს ლიუდმილი.

უძველესი ტრადიცია და კოსტიუმები დროსთან ერთად ვითარდება. კარნავალსა და რიტუალს წარმართული საწყისები აქვს, თუმცა დროთა განმავლობაში ამ რიტუალმა ტრანსფორმაცია განიცადა და მასში სხვადასხვა დროის წარმოდგენები აისახა. მაგალითად, მართლმადიდებელ ქვეყნებში ეს რიტუალი ქრისტიანული რიტუალების პარალელურად იმართება.

მკვლევართა უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს უძველესი ტრადიცია ძველი ბერძენული ღმერთების პანთეონის წარმოამდგენლის – დიონისეს დღესასწაულებს უკავშირდება.

„ყველა რიტუალს საერთო წარმომავლობა აქვს. მონაწილეებს ძირითადად ბეწვისა და ტყავის სამოსი აცვიათ. ისინი გარეგნობას იცვლიან და განასახიერებენ სამყაროსთვის ნაყოფიერების მომტან პერსონაჟებს“, – განმარტავს იგლიკა მიშკოვა, ფოლკლორისტიკისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი.

კუკერის მასკარადი იანვარში იმართება. კულმინაცია კი სურვას ხალხური დღესასწაულია, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. წელს კი, მასშტაბური ფესტივალის ნაცვლად,  ადგილობრივი მოსახლეობის მცირე თავყრილობა გაიმართა. მონაწილეები იცავდნენ სოციალურ დისტანციას და აკრძალური ჰქონდათ სხვასთან სტუმრობა –  ეს არის რიტუალი, რომელიც მასპინძლისთვის იღბლის მომტანად ითვლება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend