მთავარიმსოფლიოსადირ ჟაპაროვმა ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

სადირ ჟაპაროვმა ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ყირგიზმა ნაციონალისტმა პოლიტიკოსმა სადირ ჟაპაროვმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. წინასწარი შედეგების მიხედვით, ჟაპაროვმა, რომელიც ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოუშვეს, ხმათა 79 პროცენტი მიიღო. კვირას, 10 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც პრეზიდენტს ქვეყანაში უფრო მეტი ძალაუფლება ექნება.

ყირგიზეთში მომხდარი პოლიტიკური არეულობის გამო, სადირ ჟაპაროვი ციხიდან გასულ წელს გამოვიდა. ქვეყანაში არეულობა ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რის გამოც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა და ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ქვეყნის ლიდერის გადაყენების მესამე შემთხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი ჩინეთს ესაზღვრება, ის რუსულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზეა დამოკიდებული. თუმცა გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ღიად მხარს არც ერთ კანდიდატს არ უჭერდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend