მთავარიCOVID-19ბრაზილიაში იმუნიზაციის პროგრამა ჯერ არ დაწყებულა

ბრაზილიაში იმუნიზაციის პროგრამა ჯერ არ დაწყებულა

ავტორი: ნინი დვალიშვილი

 ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა საშუალოდ 70 000-ს გადააჭარბა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო კი იმუნიზაციის პროგრამის დაწყებას არ ჩქარობს. ქვეყანაში არც შეზღუდვები დაწესებულა. ექსპერტთა აზრით, ბრაზილია კოვიდ19-ით გამოწვეული კრიზისიდან კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ გამოვა.

რიო-დე-ჟანეიროში მოსახლეობა ცხელ დღეს სანაპიროზე ატარებს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა პანდემიის პირველი ტალღის დღიურ მაჩვენებელს გადააჭარბა.

გასულ თვეში ახალი შემთხვევების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა. საშუალოდ დღეში 70 000 ინფიცირებულის რეგისტრაცია ხდება. შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილია ცდილობს, კოვიდ -19-ით გამოწვეულ კრიზისს თავი დააღწიოს, ჯერჯერობით ამ სიტუაციას დასასრული არ უჩანს.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ ვაქცინაციის გეგმა შემუშავებული არა აქვს.

ჯერ არც იმის გეგმა არსებობს, როგორ უნდა გაუმკლავდეს მოსახლეობა ამ კრიზისს. კერძო კლინიკები ცდილობენ მალე შეიძინონ ვაქცინის დოზები და შეძლონ იმათი დახმარება, ვისაც ვაქცინის შეძენის საშუალება ექნება.

ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტოს დამფუძნებლის აზრით, ქვეყანამ მორალური კომპასი დაკარგა.

“დაუშვებელია, რომ მხოლოდ ისინი იცრებოდნენ, ვისაც ფული აქვს. ვფიქრობ, რომ ვაქცინის გაყიდვა არ უნდა აიკრძალოს, მაგრამ მთავრობამ გამოსავალი უნდა მოძებნოს. არაფერია იმაში ცუდი, რომ კერძო სექტორიც ყიდულობს ვაქცინის დოზას, მაგრამ სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს,” –  ამბობს ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტოს დამფუძნებელი გონზალო ვესინა.

მიუხედავად ამისა, იმუნიზაციის პროგრამა ჯერ არ დაწყებულა. ქვეყანაში არც საყოველთაო კარანტინი გამოცხადებულა და არც სხვა შეზღუდვები დაწესებულა. სამედიცინო პერსონალს კიდევ დიდხანს მოუწევს სრული დატვირთვით მუშაობა.  შესაძლოა დატვირთუვის ეს რეჟიმი რამდენიმე თვეც გაგრძელდეს.

უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს. სასწრაფო დახმარების თანამშრომელი, რომელსაც სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ აქ ჯერ კიდევ ქაოსია.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend