მთავარიკუბიტექგიგანტებმა სოციალურ ქსელ PARLER-ს მომსახურება შეუჩერეს

ტექგიგანტებმა სოციალურ ქსელ PARLER-ს მომსახურება შეუჩერეს

ავტორი: დავით კეკენაძე

სოციალურ ქსელ Parler-ის ვებგვერდი სრულად გაითიშა მას შემდეგ, რაც Amazon-ის შვილობილმა კომპანიამ, Amazon Web Services-მა, რომლის სერვერებსაც სოციალური ქსელი Parler იყენებდა, პლატფორმას ჰოსტინგის მომსახურება შეუჩერა. არ მუშაობს Parler-ის აპლიკაციაც.

კომპანია Amazon-მა სოციალურ ქსელ Parler-ს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ Amazon Web Services ვერ გაუწევს მომსახურებას ისეთ მომხმარებელს, რომელსაც არ შეუძლია, ეფექტიანად აღკვეთოს საკუთარ პლატფორმაზე ძალადობის წამახალისებელი მასალები.

Parler-ის აპლიკაცია ასევე ამოიღო Google-მა Play Store-დან და Apple-მა Appstore-დან, რაც ნიშნავს, რომ Android-ისა და iOS-ის მობილური ტელეფონების მფლობელები მის გადმოწერას ამ გზით ვეღარ შეძლებენ. Google-ის მსგავსად, Apple-იც აცხადებს, რომ ამის მიზეზი ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო მასალების აღკვეთის სათანადო მექანიზმების უქონლობაა.

Parler-ის  ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პლატფორმა, შესაძლოა, გათიშული იმაზე დიდხანს დარჩეს, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამის მიზეზი ის არის, რომ ბაზრის ლიდერებს  ჰოსტინგის სხვა პლატფორმებმაც მიბაძეს და Parler-ის  მომსახურებზე პლატფორმების დიდი ნაწილი უარს ამბობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend