მთავარიCOVID-19ევროპაში შეზღუდვები გახანგრძლივდა

ევროპაში შეზღუდვები გახანგრძლივდა

ავტორი: არჩილ მდინარაძე

 მიუხედავად ვაქცინაციის პროგრამისა, ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც იზრდება. ეს მაჩვენებელი 25 მილიონს გადაცსდა. სწორედ ამიტომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ შეზღუდვები გაახანგრძლივა. 

საფრანგეთში ჩვეული ცხოვრების დაბრუნების მსურველებს ჯერ მოცდა მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა უკვე აქვთ, საფრანგეთის მთავრობას მიაჩნია, რომ უმჯობესია შეზღუდვები არ მოიხსნას. მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში კვლავ  დაკეტილი იქნება ბარები, კაფეები, რესტორნები, მუზეუმები და სხვა დაწესებულებები.

საფრანგეთის პრემიერ-მინისიტრის ჟან კასტექსის განცახდებით მეორე ტალღა ჯერ კიდევ მძინვარებს და ქვეყანა ჯერ კიდევ შორის არის სასურველი სტატისტიკიდან, რომელიც დღეში 5000 ახალ ინფიცირებულს ითვალისწინებს. ამიოტმ  ჯანდაცვის სისტემა ისევ ძალიან დატვირთულია.

დიდ ბრიტანეთთან საზღვარი კვლავ მკაცრად გაკონტროლდება. საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ის პირი შეძლებს, ვინც კორონავირუსის უარყოფით ტესტს წარადგენს.

ჟან კასტექსის განცხადებით, დიდი ბრიტანეთთან საზღვარი ჩაკეტილი იქნება და მხოლოდ   მცირე კატეგორიას ექნება საზღვრის კვეთის უფლება.

ლა-მანშის სრუტის მეორე მხარეს კი მძიმე სიტუაციაა. დიდ ბრიტანეთში  7 იანვარს რეკორდულად მაღალი დღიური მაჩნვენებელი გამოვლინდა. ბორის ჯონსონის მთავრობა მოსახლეობის მორალური მდგომარეობის ამაღლებას ვაქცინაციის პროგრამით ცდილობს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამის ქსელის გამართვაში ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებს ჯარი დაეხმარება.

ევროპაში კორონავირუსის დადასტრებულ შემთხვევათა რაოდენობა 25 მილიონს გადასცდა. კონტინენტური ევროპის კიდევ ბევრი ქვეყანა ამკაცრებს შეზღუდვებს.

მაგალითად, პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდა.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend