მთავარიCOVID-19მოდა და პანდემია

მოდა და პანდემია

ავტორი: მარიამ ქობულია

პანდემიამ მოდის ტენდენციებიც შეცვალა. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი სამედიცინო პირბადე გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კოვიდ-19 -ისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალება სწორედ პირბადის ტარებაა და უკვე ათი თვეა მსოფლიოს ამ რეკომენდაციის გათვალისწინება უწევს.

პანდემიის დროს, არაერთმა ცნობილმა  ბრენდმა დაიწყო პირბადეების დამზადება. ბირბადეს  ამზადებს ყველა, ვისაც კი შეუძლია.   მოთხოვნა კი ამ სამედიცინო საშუალებასა თუ მოდურ აქსესუარზე არ იკლებს.

მათ შორისაა ბავშვის ტანსაცმლის ქართული ბრენდი ,,სპილოუ“. პანდემიის დაწყების შემდეგ, მათ ორიგინალური პირბადეების კერვა დაიწყეს. ეს პროდუქცია  ბაზარზე პოპულარულიც გახდა. მაგრამ სრულიად მოულოდნელი იყო ის წარმატება, რაც სპილოუს“ პირბადეებმა საერთაშორისო სარბიელზე მოუტანა. ბრიტანული გამოცემის The Sun -ის რეიტინგში  ,,სპილოუ“ საუკეთესო დიზაინის ხუთეულში დაასახელეს –  „დოლჩე გაბანას“, „ემილიო პუკისა“ და „ლიბერთის“ გვერდით პირბადეების ღირებულება ამაზონზე 9 ფუნტს შეადგენს.

კომპანია ,,სპილოუს“  დირექტორის სოფო ჩხაიძის მიხედვით, პანდემიის პერიოდში მოდურ პირბადეებზე მოთხოვნა გაიზარდა

,,რაც უფრო გამკაცრდა კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომები და ღია სივრცეებშიც აუცილებელი გახდა პირბდეების ტარება, შეიცვალა მოდის ტენდენციებიც. ჩვენი მომხმარებლები რამდენიმე პირბადეს ყიდულობენ, რომ შეუხამონ შერჩეულ ჩაცმულობას“, – სოფო ჩხაიძე.

მრავალჯერადი პირბადეების მოდურ არჩევანზე ტანსაცმლის ბრენდი ,,ბლუმის“ კრეატიული დირექტორი თაკო ჩხეიძე საუბრობს. მისი აზრით, პირბადეები მთავარი აქსესუარი გახდა.

,, მსოფლიოში ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდი ქმნის მოდურ პირბადეებს, ჩვენც ავყევით ტემპს და გავითვალისწინეთ პირბადეებზე მაღალი მოთხოვნა. გავაკეთეთ მრავალფეროვანი დიზაინის, სხვადასხვა ფერის პირბადე, რომ ადამიანებმა სხვადასხვა ფერის ტანისამოსთან შეხამება შეძლონ“, – თაკო ჩხეიძე.

მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები ითვალისწინებენ კოვიდ-19 -ის მიერ მოტანილ პრობლემებს. მსოფლიოს ცნობილმა მოდის სახლებმა –  „დოლჩე და გაბანამ“, „ფერაგამომ“, „ვალენტინომ“, „გუჩიმ“, „ბარბერიმ“, ,,დიორმა“ პირბადე აბრეშუმის ცხვირსახოცებით ჩაანცვლეს და ეს აქსესუარი ჩაცმულობას შეუხამეს.

კორონავირუსისგან დამცავი ყველაზე ძვირადღირებული ნიღაბი ისრაელში გააკეთედ. პირბადე 270 გრამს იწონის და ამ აქსესუარის ფასი 1.5 მილიონი დოლარია.

პანდემიის პერიოდში მოდის ჩვენებებიც იმართება, თუმცა  მოდელებს შორის დისტანციას მკაცრად იცავენ.

ცნობილი დიზაინერი ივ სენ ლორანი გასცდა ყოველგვარ ზღვარსა თუ დისტანციას და გაზაფხული -ზაფხულის 2021 წლის ახალი კოლექცია უდაბნოში წარმოადგინა.  ,,მე ვისურვებდი, რომ აქ იყო“ – ასე უწოდა  დიზაინერმა ამ ჩვენებას.

ჩვენებას არავინ ესწრებოდა. ირგვლივ მხოლოდ უსასრულო სივრცე და ქვიშა იყო. თუმცა არცერთ მოდელს არ ეკეთა პირბადე. და უნებურად ჩნდებოდა აზრი – ოქნებ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის საერთოდ აღარ დაგვჭირდეს პირბადე.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend