მთავარიმსოფლიონენსი პელოსი დონალდ ტრამპის გადაყენებას მოითხოვს

ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის გადაყენებას მოითხოვს

ჯო ბაიდენმა  კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმას ” ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელი დღე“ უწოდა.

არჩეულმა პრეზიდენტმა  დაგმო ტრამპის მომხრე ამბოხებულების ქმედება და ისინი ტერორისტებად მოიხსენია.

„რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეჭვგარეშეა, რომ ეს უბრალო უწესრიგობა და პროტესტი არ იყო. ეს იყო ქაოსი. ისინი დემონსტრანტები არ იყვნენ, ნუ დავუძახებთ მათ პროტესტის მონაწილეებს. ეს აჯანყებულ ბრბოს ჰგავდა, ისინი ტერორისტებივით მოიქცნენ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი.

დემოკრატმა ნენსი პელოსმა ტრამპის გადადგომა მოითხოვა და განაცხადა, რომ კონგრესი მზად არის მისი იმპიჩმენტისთვის.

 

ნენსი პელოსი- ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი:

 

„მე ვუერთდები სენატის დემოკრატიულ ლიდერს, ვთხოვ ვიცე-პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ ჩამოართვას პრეზიდენტს უფლებამოსილება  25-ე შესწორების ინიციატივით. თუ ვიცე-პრეზიდენტი და მისი კაბინეტის წარმომადგენლები არ იმოქმედებენ, კონგრესი შეიძლება მზად იყოს იმპიჩმენტისთვის”.

 

სენატორმა ლინდსი გრეჰემის მოსაზრებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა  6 იანვარს “შეირყა“. მან მოითხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რათა დადგინდეს, თუ როგორ შეძლეს თავდამსხმელებმა  კაპიტოლიუმში შესვლა.

 

 

„ადამიანები, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, ციხის საკნებში უნდა იყვნენ. ხალხი, რომელიც კაპიტოლიუმის პოლიციას დაესხა თავს, უნდა დაისაჯოს. ეს აჯანყება შესაძლოა სწორედ ამ ხალხის ბრალი იყოს”, – განაცხადა ლინდსი გრეჰემმა.

 

დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2 კვირაზე ნაკლები დარჩა. მიუხედავად ამისა, დემოკრატების და რესპუბლიკელების ნაწილი მიიჩნევს  რომ პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend