მთავარიCOVID-19დიდ ბრიტანეთში სკოლები არ გაიხსნება

დიდ ბრიტანეთში სკოლები არ გაიხსნება

ავტორი: თორნიკე კოპლატაძე

ლონდონში კიდევ ერთხელ გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი. დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ისევ სიჩუმემ დაისადგურა. შეზღუდვების ხელხალი დაწესების შესახებ განცხადება ბორის ჯონსონმა გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საზოგადოებას სკოლების საშობაო არდადეგების შემდეგ გახსნას დაჰპირდა.

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა პანდემიის მართვის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

 

ბრიტანეთის ექსპერმიერ-მინისტრის ტონი ბლერის ყოფილი მრჩეველი ალისტერ კემპბელი ბრიტანეთის მთავრობის მიდგომას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

 

„როდესაც ფაქტებზე დაფუძნებულ მეცნიერულ მიდგომასა და ასეთ პოპულისტურ მიდგომას შორის  ისეთი კონფლიქტი ჩნდება, რომელსაც დღეს ევროპულ ქვეყნებში, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და უნგრეთში, ვხედავთ, მაშინ მთავრობა მეცნიერული მიდგომის მხოლოდ იმ ნაწილი იყენებს, რომელიც მისთვის და საზოგადოებისთვის არის მისაღები,“ – განაცხადა მან.

შეზღუდვები იმდენად სწრაფდ დაწესდა, რომ ბიზნესმა ზომების მიღება ვერ მოასწრო, რაც მათ დააზარალებს. ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორმა ჯასტინ დენიერმა  სკოლებში გასაყიდად დიდი რაოდენობით პროდუქტი შეიტანა. იგი წუხს, რომ ახლა ამდენ ხილ-ბოსტნეულს ვეღარ გაყიდის და მათ გასაღებაზე უნდა იზრუნოს.

მართალია პედაგოგთა პროფკავშირები ითხოვდნენ, რომ  სკოლები არ გახსნილიყო, ბრიტანეთის მთავრობა სკოლების გახსნას შობის შემდეგ მაინც გეგმავდა და კოვიდის ტესტებითაც ამარაგებდა.

თუმცა მთავრობამ აზრი შეიცვალა და ბრიტანეთში ისევ საყოველთაო კარანტინია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend