მთავარიმსოფლიოხმელთაშუა ზღვაში 169 მიგრანტი გადაარჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში 169 მიგრანტი გადაარჩინეს

ევროპაში მიგრანტების მიღების პრობლემა კვლავ აქტუალურია. საქველმოქმედო ორგანიზაცია „გაშლილი ხელები“ პრობლემის მქონე მიგრანტთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 31 დეკემბერს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  ლიბიიდან გამოსული 169 მიგრანტი დანიშნულების ადგილამდე გადაიყვანეს და ტრეფიკინგისგან იხსნეს.

 

ესპანეთის დროშის ქვეშ მცურავი ჰუმანიტარული დახმარების გემი 265 მიგრანტისთვის უსაფრთხო პორტს ეძებს.

გემის ეკიპაჟმა მიგრანტები რამდენიმე დღის წინ ხმელთაშუა ზღვიდან ამოიყვანა.

 

საქველმოქმედო ორგანიზაცია „გაშლილი ხელების“ წარმომადგენელმა Twitter- ზე განაცხადა, რომ მისმა გემმა შაბათს 96 მიგრანტი უსაფრთხოდ მიიყვანა დანიშნულების ადგილამდე. მიგრანტები ზღვის  საერთაშორისო აკვატორიაში ხის ნავში ისხდნენ და არც უსაფრთხოების ჟილეტები ეცვათ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მგზავრების უმეტესობა ერიტრეიდან იყო, მათ შორის იყო ორი ქალი და 17 არასრულწლოვანი. უმეტესობას ჰიპოთერმია განუვითარდა.

 

იტალია და ევროკავშირის წევრი მალტა ხშირად უარს ამბობს ჰუმანიტარული სამაშველო გემის მიღებაზე. მათი განმარტებით, მიგრანტების უმეტესობას ჩრდილოეთ ევროპაში სამუშაოდ ჩასვლა ან ნათესავებთან დაკავშირება სურს.

იტალიისა და მალტის მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ევროპის სხვა ქვეყნებმაც უნდა იმოქმედონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend