ავტორი: ნინი დვალიშვილი
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაუქმებლად ათასობით ბიულეტენის მოძებნა მოსთხოვა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტის” ავრცელებს.
გავრცელდა სატელოფონო ჩანაწერი, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპი ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს სთხოვს, რომ არჩევნების გასაუქმებლად საკმარისი ხმები იპოვოს.
„ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გამოქვეყნებული საუბრის ნაწყვეტში ისმის, თუ როგორ ახდენს ზეწოლას ტრამპი ჯორჯიის მაღალჩინოსან ბრედ რაფენსპერგერზე.
ამონარიდი “ვაშინგტონ პოსტის” მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერიდან:
„მისმინე, მე მხოლოდ ეს მსურს. მე მხოლოდ 11 780 ხმის პოვნა მინდა, რაც ერთით მეტია, ვიდრე ჩვენ გვაქვს. იმიტომ, რომ ჩვენ არჩევნები მოვიგეთ.”
„ჯორჯიის მოსახლეობა გაბრაზებულია. მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ხალხი აღშფოთებული. და არაფერია იმაში ცუდი, რომ თქვა: ჰმ, ხომ ხვდები, რომ ხმები გადათვალეთ.”
აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების წინ ტრამპმა Twitter- ზე დაწერა, რომ რეფენსპერგერმა “არ ისურვა, ან ვერ შეეძლო, პასუხი გაეცა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: „ბიულეტენების განადგურება,” „მკვდარი სულები” და ა.შ.
12 რესპუბლიკელი 6 იანვრისათვის კონგრესში ბაიდენის გამარჯვების ეჭვქვეშ დაყენებას გეგმავს.
მათ მხარს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც უჭერს. თუმცა შედეგი სავარაუდოდ არ შეიცვლება, რადგან კონგრესი ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას აპირებს.