მთავარიCOVID-19ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია მიმდინარეობს

ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია მიმდინარეობს

ავტორი: მარიამ ქობულია

ევროპის ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია. ვაქცინაცია საწყის ეტაპზე ასაკოვან მოქალაქეებსა და სამედიცინო პერსონალის უტარდება. თუმცა ევროპაში საკამოდ ბევრი ადამიანი  ვაქცინაციას ეწინააღმდეგება. საფრანგეთში, პოლონეთსა და უნგრეთში მოსახლეობის 40% -ზე მეტი აცხადებს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა. აქედან 57 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა.

ინფიცირებულთა შემთხვევების ზრდის ფონზე, ვაქცინაცია ევროპის კონტინეტისათვის ერთადერთი იმედია. შესაბამისად, ევროპის ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.

ვაქცინაციის პროგრამის პირველ დღეებში „ფაიზერ-ბიოენტეკის“ ვაქცინით ძალიან ცოტა ადამიანი აცრეს. კიდევ რამდენიმე თვე გაივლის, სანამ მოსახლეობის უმეტესობას აცრიან და ქვეყნები ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდებიან.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას თავად ჰქონდეს ვაქცინაციის სურვილი. ვაქცინები არის უსაფრთხო და ეფექტიანი. ისინი მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად კი არ არის განსაზღვრულია, არამედ ჩვენ გარშემო უსფართხო გარემოს შექმნასაც ემსახურება. ჩვენ კარგად ვართ მომზადებული. ჩვენ შემუშავებული გვაქვს  ვაქცინაციის საერთო ევროპული სტრატეგია. ეს პროცესი კარგად გვიჩვენებს, რომ უკეთესია, 27 ქვეყანამ ერთად იმოქმედოს, ერთმანეთისგან ისწავლოს და გაატაროს შესაბამისი პროგრამა, ვიდრე თითოეულმა მათგანმა დამოუკიდებლად განახორციელოს იგი,’’ -ამბობს, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მოსახლეობას ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვის სურვილი რომ გაუჩნდეს, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი მზადაა პირველმა გაიკეთოს ვაქცინა.  ეს ნაბიჯი უკვე გადადგეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა.

ევროპაში კოვიდით ყველაზე მეტად დაზარალებული ერთ-ერთი ქვეყანა იტალიაა. იტალიელი პოლიტიკოსები თანამემამულეებს აცრისკენ მოუწოდებენ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ცხოვრება ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend