მთავარიCOVID-19ტურიზმი რუმინეთში

ტურიზმი რუმინეთში

ავტორი: არჩილ მდინარაძე

პანდემიამ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, რუმინეთის მომსახურების ბიზნესსაც მნიშვნელოვანი დაარტყმა მიაყენა. ქვეყნის მასშტაბით კვლავ მოქმედებს შეზღუდვები. რესტორნებს ეკრძალებათ დახურულ სივრცეში მუშაობა, ხოლო ღია სივრცეი, ზამთრის პერიოდში არცთუ ისე მიმზიდველი ალტერნატივაა. აკრძალულია ყველანაირი კერძო წვეულება. ერთ დროს ხალხით გადაჭედილი კურორტები კი დაცარიელებულია. მომსახურების სფეროში შექმნილი კრიზისი ვითარებასთან ადაპტაციას ითხოვს.

აზუგა რუმინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური ადგილია დამსვენებლებისთვის, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომელთაც თხილამურებით სრიალი და ბუნებაში სიარული უყვართ. შობამდე რამდენიმე დღით ადრე აქაურობა თითქოს ყველასგან მიტოვებულია. ლარისა სასტუმროს მეპატრონეა. მან იცოდა, რომ მიმდინარე სეზონი არ იქნებოდა დატვირთული და მომგებიანი. ამიტომ საკითხს შემოქმედებითად მიუდგა  და გადაწყვიტა სასტუმროს ეზოში გამჭვირვალე კარვები ე.წ. წოდებული “ვეგლუ” ჩაედგა, რომლებიც ერთი შეხედვით ყინულის სახლებს გავს. მისი განცხდებით, ასეთი კარვები რუმინეთისთვის ახალი და უნიკალურია.

20 კმ-ის მოშორებით დამსვენებელთა წყვილი მუგური და როქსანა, ღვინით ხელში, მთების პეიზაჟით ტკბებიან. აქ რესტორნის ეზოში განსხვავებული კარვები დგას. მათ ენატრებათ ის ადამიანები, რომლებსაც ადრე აქ ხვდებოდნენ, თუმცა სჯერათ, რომ მომავალ წელს ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება.

რუმინეთის ტურიზმის ალიანისის ინფორმაციით,  2020 წელს მომსახურების სფეროს მუშაობა 65%-ით შემცირდა. შეზღუდვებმა 100 000 სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია.რუმინეთის ტურიზმის ალიანსისი სპიკერი დრაგოშ ანასტასიუ  იმედოვნებს, რომ  მომავალ წელს მთავრობა უკეთეს დახმარებას შესთავაზებს. ანასტასიუს სჯერა, რომ რუმინეთს, სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ეკოტურიზმის კარგი პოეტნციალი აქვს.

გასულ წელს შობამდე სათხილამურო კურორტები რუმინეთში გადასვებული იყო დამსვენებლებით. ახლა მოგზაურობას ცოტა  ბედავს. ყველაზე მომგებიანი დრო რესტორენებისა და სასტუმროებისთვის მაინც უქმე დღეებია. ისინი დანებებას არ აპირებენ და იმედით ელიან მომავალ წელს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend