მთავარი მსოფლიო ლოკერბის ტერაქტიდან 32 წელი გავიდა

ლოკერბის ტერაქტიდან 32 წელი გავიდა

ავტორი: არჩილ მდინარაძე

ლოკერბის ტერქტიდან 32 წელი გავიდა. ეს დიდ ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი იყო. დაიღუპა 270 ადამიანი, მათ შორის  – 190 ამერიკელი. ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის განცხადებით, მათთავის 2016 წელს გახდა ცნობილი რომ ლოკერბის ტერაქტში ეჭვმიტანილი ლიბიის მოქალაქე იყო. მან დანაშაული ციხეში აღიარა და ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას ტერორიზმში მსჯავრდებულის ამერიკაში ექსტრადირება სურს.

ოცდათორმეტი წლის წინ, თვითმფრინავი „პან ამ 103“ პატარა შოტლანდიური დასახლების – ლოკერბის თავზე ააფეთქეს. დაიღუპა 270 ადამიანი, მათ შორის –  190 ამერიკელი.

ეს ყველაზე შემზარავი ტერორისტული აქტი იყო, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიაზე განხორციელდა.

ახლა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აფეთქებაში დამნაშავე ასაფეთქებლების ექსპერტი ლიბიელი აბუ აგილა მოჰამედ მასუდია.

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის უილიამ ბარის ინფორმაციით, ლოკერბის ტერაქტთან დაკავშირებით 2016 წელს მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. ლიბიელი სამართალდამცველების მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ლოკერბის თავზე თვითმფრინავში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ლიბიელმა ექსპერტმა დაამზადა და მოქმედებაშიც მან მოიყვანა.

აგილა მოჰამედ მასუდმა დანაშაული ციხეში ყოფნის დროს აღიარა.  პროკურორები შეერთებულ შტატებში მის ექსტრადირებას ითხოვენ.

ერთდაერთი ადამიანი, რომელიც ლოკერბის აფეთქებისთვის გაასამართლეს, ლიბიელი ნაციონალისტი აბდელბასეტ ალ-მეგრაჰია. იგი ყოველთვის ამბობდა, რომ უდანაშაულოა. ალ-მეგრაჰი 2001 წელს დააკავეს. მეგრაჰს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ 2009 წელს შოტლანდიის ციხიდან გაათავისუფლეს და ლიბიაში დაბრუნების უფლება მისცეს. იგი გათავისუფლებიდან 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend