21 დეკემბერს, საღამო საათებში მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტა იუპიტერი და სატურნი ერთმანეთს მიუახლოვდება. ეს მოვლენა ბოლოს 400 წლის წინ მოხდა.
პლანეტებმა ერთმანეთისკენ მოძრაობა ამ ზაფხულს დაიწყეს. მათი დანახვა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას უკვე 15 დეკემბრიდან იყო შესაძლებელი, თუმცა ყველაზე ახლოს ერთმანეთთან პლანეტები დღეს საღამოს მივლენ.
Cameramen captured both jupitor n saturn today in New Zealand
U can see saturn with rings. pic.twitter.com/vR0T7MuZy7— 🙏 Stay (More) Safe, Respect Mother n Nature 🙏 (@DharmoRakshathi) December 21, 2020
მართალია, პლანეტები ერთმანეთს ფიზიკურად არ მიუახლოვდებიან, მაგრამ დედამიწიდან სწორედ ასე გამოჩნდება.
Skywatchers, you're in for a once-in-a-lifetime treat! Jupiter & Saturn are doing a planetary dance that will result in the Great Conjunction on Dec 21, just after sunset. Find out:
🤩 When and where to look up
📷 How to photograph the conjunctionVisit: https://t.co/SdQSLex2Ex pic.twitter.com/DkaB5XyO9B
— NASA (@NASA) December 20, 2020
პლანეტები მზის ირგვლივ გასხვავებული სიჩქარით მოძრაობენ, თუმცა მიმართულება ყველას ერთი აქვს. ამიტომ ხშირად ერთი პლანეტა მეორეს ეწევა და შემდეგ უსწრებს კიდეც. როდესაც დედამიწიდან ორ დიდ პლანეტას დავინახავთ, ეს ნიშნავს, რომ დედამიწა და ეს პლანეტები ერთ წარმოსახვით ხაზზე დგანან.
ბოლოს სატურნისა და იუპიტერი ერთმანეთს 1623 წელს მიუახლოვდნენ. ეს ასტრონომიული მოვლენა კიდევ 2080 წელსა და 2400 წელს განმეორდება.
ამ საღამოს პლანეტები ცაზე ერთი მნათობის სახით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გამოჩნდებიან და მისი დანახვა შესაძლებელი იქნება, როგორც შეიარაღებული, ისე შეუიარაღებელი თვალით. დაკვირვება თბილისის დროით, დაახლოებით, საღამოს 18:20 საათიდან 18:50 საათამდე იქნება შესაძლებელი.
ამ ასტორნომიული მოვლენას NASA ფეისბუკგვერდსა და იუთუბარხზე გადასცემს.
სოციალურ ქსელში გავრელდა ინფორმაცია, რომ ამ მოვლენას „ბეთლემის ვარსკვლავის“ გამოჩენასაც უწოდებენ. ამის შესახებ მე-17 საუკუნეში გერმანელი ასტროლოგი, იოჰანი კეპლერი წერდა. მისი აზრით, ქრისტეს დაბადების მაუწყებელი ვარსკვლავი, რომელიც მოგვებმა დაინახეს, სწორედ სატურნისა და იუპიტერის გაერთიანება იყო. თუმცა ეს თეორია დამტკიცებული არ არის.