მთავარიCOVID-19კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად უნგრელი ბიოქიმიკოსის დაწუნებული ნაშრომი გამოიყენეს

კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად უნგრელი ბიოქიმიკოსის დაწუნებული ნაშრომი გამოიყენეს

ავტორი: არჩილ მდინარაძე

კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საფუძვლად დაედო უნგრელი მეცნიერისა და მკლევარის კატალინ კარიკოს ნაშრომი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში პენსილვანიის უნივერსიტეტში დაიწუნეს. გამოკლვევები ჩიხში შევიდა და კარიკოს დაფინანსება შეუწყვიტეს. თავად მკველვაღი იძულებული გახდა უნივერსიტეტი დაეტოვებინა. ახლა მისი ნაშრომი “მოდერნამ”, “ფაიზარმა” და “ბიოენტექმა” ვაქცინების შესაქმნელად გამოიყენეს, რომლებზეც მსოფლიო დიდ იმედებს ამყარებს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში უნგრეთში დაბადებული ბიოქიმიკოსი კატალინ კარიკო იკვლევდა mRNA ნივთიერებას, რომელიც პროტეინის წარმოქმნას უწყობს ხელს. პროტეინი ის სასარგებლო ცილაა, რომელიც ორგანიზმს ვირუსისაგან იცავს. თუმცა კატალინ კარიკო იძულებული გახდა, პენსილვანიის უნივერსიტეტიდან წასულიყო, რადგან უნივერსიტეტმა ჩათვალა, რომ გამოკვლევები შედეგს არ იძლეოდა და მის პროექტს დაფინანსება შეუწყვიტა.

თუმცა სწორედ კარიკოს ნაშრომმა გაუხსნა გზა კორონა ვირუსის წინააღმდეგ  „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების შექმნას.
მაშინ კარიკო  ამერიკის მოქალაქე არ იყო და უნივერსიტეტიდან წამოსვლის შემდეგ, ვიზის გასაგრძელებლად ახალი სამსახური სჭირდებოდა. ამიტომ გადაწყვიტა,  მუშაობა გაეგრძელებინა როგორც დაბალი რანგის მკველვარს და მიზერული ხელფასი აეღო.

კარიკომ თავის თანამშრომელთან დრიუ ვაისმანთან ერთად ჯერ კიდევ 2005 წელს გამოასწორა სინთეტური mRNA-ს ხარვეზი. 2015 წელს კი ორივე მეცნიერმა ამოხსნა, როგორ გადაეცათ ეს ინფორმაცია უჯრედებისთვის. კატალინის განცხადებით, იგი დიდიხანი ცდილობდა სამეცნიერო წრეების დარწმუნებას, რომ mRNA-ს ტექნოლოგიას აუცლებლად  ექნებოდა დადებითი შედეგი და ეს მეთოდი მხარადჭერას იმსახურებდა.

ამ ინოვაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი „მოდერნას“, „ფაიზერისა“ და მისი გერმანული პარტნიორის „ბიოენტექის“ ვაქცინების შემუშავებას.

სხეულში მოხვედრის შემდეგ, ორივე ვაქცინა ხელს უწყობს  ისეთი ცილების წარმოქმნას, რომლებიც  კორონავირუსის ზედაპირზე განლაგებულ ცილებს ბლოკავს და ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას ხელს უშლის.

კარიკო ახლა კომაპნია  „ბიოენტექის“ვიცე-პრეზიდენტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend