მთავარიკულტურაპანდემიის პერიოდში იტალიის ღირშესანიშნაობებს საფუძვლიანი რესტავრაცია უტარდება

პანდემიის პერიოდში იტალიის ღირშესანიშნაობებს საფუძვლიანი რესტავრაცია უტარდება

ავტორი: ნინი დვალიშვილი

პიზის კოშკის მიმდებარე ტერიტორია უჩვეულოდ ცარიელია. პანდემიის პერიოდი შესანიშნავი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს საფუძვლიანი რესტავრაცია და მონიტორინგი ჩაუტარდეს. რესტავრატორის საქმე ბევრისთვის საინტერესო და მიმზიდელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ის სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება აღმოჩნდეს.

 

პიზის დახრილ კოშკის გარე ფასადის დროდადრო დათვალიერება და შემოწმება სჭირდება. ეს არ არის ყველაზე უსაფრთხო სამუშაო მსოფლიოში, რადგან მას თოკზე ჩამოკიდებული რესტავრატორი ასრულებს. მაგრამ ვიღაცამ უნდა გააკეთოს.

რესტავრატორებმა უნდა  შეამოწმონ არა მხოლოდ სვეტებისა და დეკორაციების მდგომარეობა, არამედ ისიც, ხომ არ არსებობს ჩამოშლის საფრთხე.

„ქვეყანა რომ ჩაკეტილია, ეს პერიოდი გამოვიყენეთ და გადამზადების კურსენი გავიარეთ. გადამზადების ორი კურსი ჩატარდა, იმ რესტავრატორებისთვის, რომლებიც ამ საქმიანობით უკვე დიდი ხანია არიან დაკავებული და დამწყებთათვის,“ – განაცხადა ოპერის ტექნიკური დირექტორმარობერტო სელამ.

თუ იტალიაში რესტავრატორობა გსურთ და  ნახატზე ან მოზაიკაზე მუშაობა გსიამოვნებთ, კარგად დაფიქრდით. თქვენ შეიძლება პიზის დახრილ კოშკზე აღმოჩნდეთ, ეს კი ნიშნავს, რომ ნამდვილი აკრობატებივით ზემოთ და ქვემოთ მოგიწევთ ფრენა. ამიტომ საქმე ძალიან უნდა გიყვარდეთ.

ხარაჩოებზე ასულ პროფესიოანლებს სიმამაცე და ერთგულება ნამდვილად მოეთხოვებათ.

„ყველაზე დიდი  ადრენალინი მაშინ გამოიყოფა, როდესაც ჩამოსვლისას შუაში რჩები ჩამოკიდებული: ემოციები იმატებს. ასევე, შეიძლება თქვენ სულ სხვა კუთხით შეხედოთ ძეგლებს და ეს მართლაც მომაჯადოებელი გამოცდილებაა,” – ამბობს რესტავრატორი ქალი კიარა დი მარკო.

მისი მეწყვილე მირკო ბასი განმარტავს, რომ რესტავრაცია შესაძლებელია როგორც მარტოც, ისე მეწყვილესთან ერთად,  რადგან ოთხი თვალი ორზე უკეთესად ხედავს. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, კარგია, გვერდით ვინმე რომ დგას.

კოშკის წვერიდან დანახული პიაცა-დეი-მირაკოლი (სასწაულების მოედანი) და ქალაქ პიზის ხედი ისეთივე საინტერესოა, როგორიც რესტავრატორების უჩვეულო სამსახური.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend