მთავარიCOVID-19როდის ამუშავდება საქართველოს ზამთრის კურორტები?

როდის ამუშავდება საქართველოს ზამთრის კურორტები?

ავტორი: სოფო მაქაცარია

საქართველოს ვიცე-პრემიერი მოვალეობის შემსრულებელი მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ  2021 წლის თებერვალ-მარტში სამთო-სათხილამურო კურორტებზე გარკვეული აქტივობების დაშვების საშუალება იქნება.  ამის შესახებ მან „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში განაცხადა. მაია ცქიტიშვილმა გადაცემაში  „ამბები ამ საღამოს“ სტუმრობისას სამთო სათხილამურო კურორტებზე მომუშავე ტურისტული ინდუსტრიის იმ პრობლემებზე  ისაუბრა, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპიურობა.

„დღეს გვაქვს საკმაოდ რთული პერიოდი. პრემიერმაც აღნიშნა, რომ ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავანგრიოთ ნაჩქარევი გახსნებით ის შედეგები, რომლებსაც  შეზღუდვების დახმარებით მივაღწიეთ.  ამიტომ ცოტა მეტი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ შეიცვლება ვირუსის გავრცელების ტენდენცია. აქედან გამომდინარე შეგვეძლება მივიღოთ გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და რა დოზით შეიძლება გავხსნათ სათხილამურო კურორტები წელს.  შესაძლოა და მოდით ვიქონიოთ იმედი, რომ ცოტა მოგვიანებით, თებერვალში, მარტში ჩვენ ნაწილობრივ მაინც შევძლებთ უფრო აქტიურად დავუშვათ რაიმე სახის აქტივობა სათხილამურო კუროტებზე.“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისივე განმარტებით, ტურისტული ინდუსტრიისთვის შეღავათები 2021 წლის ბიუჯეტშიც განსაზღვრულია.

ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რეგულაციები არ არის იმდენად მკაცრი, როგორც მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში.

„პირველი ტალღის დროსაც ჩვენი შეზღუდვები არ იყო იმდენად მკაცრი, რასაც ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვხედავდით . მაგალითად, არ ასრდროს ყოფილა  შეზღუდვა დღის განმავლობაში ადამიანების სახლიდან გასვლაზე. გადაადგილების შეზღუდვა ძირითადად საღამოს საათებში იყო და  ძალიან ბევრი ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა ევროპის ქვეყნებში, ჩვენთან არასდროს  ამოქმედებულა. ახლანდელი შეზღუდვები კიდევ უფრო რბილია იმასთან შედარებით, რაც გაზაფხულზე იყო და შესაბამისად, კიდევ უფრო რბილია იმასთან შედარებით, რასაც ისევ და ისევ დღეს ვხედავთ ევროპის მოწინავე ჯანდაცვისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნებში“, – განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი თვლის, რომ დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა  კოვიდინფიცრების  ყოველდღიურ რაოდენობასთან გასამკლავებლად  უფრო უკეთ არის  მზად,  ვიდრე გაზაფხულზე, როცა ამ ვირუსისა და პანდემიის მართვის შესახებ მსოფლიოს შესაბამისი ცოდნა არ ჰქონდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend