მთავარიმსოფლიოჩინეთის კოსმოსური კაფსულა მთვარიდან დედამიწაზე დაბრუნდა

ჩინეთის კოსმოსური კაფსულა მთვარიდან დედამიწაზე დაბრუნდა

სამკვირიანი მისიის დასრულების შემდეგ, ჩინეთის კოსმოსური კაფსულა მთვარიდან დედამიწაზე დაბრუნდა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მისია წარმატებით დასრულდა და ხომალდი მონღოლეთში დაეშვა. ეს პირველი კაფსულაა 1975 წლის შემდეგ, რომელმაც მთვარიდან ქანების ახალი ნიმუშები ჩამოიტანა.

პირველად 44 წლის შემდეგ ჩინეთის კოსმოსურმა ხომალდმა “ჩანგ-5”-მა   მთვარიდან კლდის ნატეხებისა და მტვრის ახალი ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანა.

უკვე ორმოც წელზე მეტი გავიდა, რაც ამერიკულმა „აპოლომ“ და საბჭოთა კავშირის „ლუნამ“ მთავრის ნიმუშები ჩამოიტანეს.

მთვარის მტვრით დატვირთული კაფსულა მონღოლეთში დაეშვა. მისია სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. იგი ჩინეთის ისტორიაში ყველაზე კომპლექსურ მისიად ითვლება.

როგორც გაირკვა, ახლად შეგროვებული ნატეხების ნიმუშები რამდენიმე მილიარდი წლით ძველია,  ვიდრე წინა საუკუნეში აშშ-ისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ მოპოვებული ნიმუშები. ეს ნიმუშები მთვარისა და მზის სისტემის ისტორიის შესახებ ახალ ცნობებს შეიცავს.

წარმატებული მისია უკანასკნელი მიღწევაა ჩინეთისათვის და ქვეყანა უფრო ამბიციური კოსმოსური პროგრამისთვის ემზადება, რომლსი ფარგლებშიც მარსზე რობოტების მისიის გაგაზავნა და დედამიწის ორბიტაზე მუდმივი კოსმოსური სადგურის შექმნა იგეგმება.

 

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend