მთავარიკულტურალეს-არკის კინოფესტივალი ვირტუალურად იმართება

ლეს-არკის კინოფესტივალი ვირტუალურად იმართება

თორნიკე კოპლატაძე

 

საფრანგეთის ალპებში მდებარე კურორტ ლეს-არკში ევროპის კინოფესტივალი წელს განსხვავებულად მიმდინარეობს. ორგანიზატორების მოსარზებით, ფესტივალის ონლაინრეჟიმში ჩატარება გაუკვალავ თოვლში სრიალს ჰგავს. თუმცა, წელს ამ ღონისძიების ვირტუალურ ფორმატში ჩატარება  საშუალებას იძლევა, რომ ფესტივალს მაყურებელი  საფრანგეთის ნებისმიერ რეგიონში ჰყავდეს.

 

კურორტ ლეს-არკში ევროპის კინოფესტივალი 2009 წლიდან იმართება და ევროპული ფილმის მრავალფეროვნებასა და ხარისხს წარმოაჩენს. თუმცა ეს ყველაფერი კოვიდპანდემიამდე იყო.

 

პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ფესტივალის ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, ახალი ხერხებისთვის მიემართათ. ფესტივალის დირექტორ პიერ-ემანუელ ფლორანტინის განცხადებით, მათ ახალ რეჟიმში უწევთ მუშაობა:

„ყველა გზა დაკეტილია, ამიტომ ჩვენ თითქოს გაუკვალავ ადგილებში აღმოვჩნდით. ეს ხშირ შემთხვევაში უფრო საინტერესოა. შეგვიძლია, ახალი ადგილები აღმოვაჩინოთ. ახლა ასობით ფილმის ნახვა მთელი საფრანგეთის მასშტაბითაა შესაძლებელი. ეს ხომ შესანიშნავია. ჩვენ შეგვიძლია, ამ სივრცეში მოვაწყოთ შეხვედრები, მრგვალი მაგიდები და აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ახალგაზრდები.“

წლევანდელი კინოფესტივალის ერთ-ერთი აღმოჩენა ფილმი „სლალომია.“ ფილმი სექსუალურ შევიწროებაზეა, რომელიც სპორტის სფეროში ხდება. ფილმი გადაღებულია სათხილამურო კურორტ ლეს-არკში.

ოფიციალური კონკურსი, შეხვედრები, მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმები ფესტივალის პლატფორმაზე  სულ რამდენიმე ევრო ღირს.

ფესტივალის სამხატვრო რეჟისორი ევროპის გეოგრაფიული პრინციპით წარმოჩენაზე საუბრობს:

„ვეცადე, რომ ფესტივალს მთელი ევროპა მოეცვა გეოგრაფიულად. ჩრდილოეთი ევროპა სკანდინავიურ ფილმებში იყო წარმოდგენილი, სამხრეთი ევროპა – კვიპროსულ, იტალიურ და პორტუგალიურ ფილმებში, აღმოსავლეთი ევროპა კი – ფრანგულში. ფილმები სხვადასხვა სტილისა და ჟანრისაა.“ 

ფესტივალზე რუმინულმა დოკუმენტურმა ფილმმა „კოლექტივმა“ საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო აიღო. ჟურნალისტიკაზე გადაღებული ფილმი ასახავს  რუმინეთში ღამის კლუბში მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც ქვეყანაში მთავრობის დაცემა გამოიწვია. რუმინული ფილმი რუმინეთს ოსკარზე წარადგენს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend