მთავარიკულტურადირიჟორი რიკარდო მუტი საშობაო კონცერტს გამართავს

დირიჟორი რიკარდო მუტი საშობაო კონცერტს გამართავს

 

ცნობილი დირიჟორი რიკარდო მუტი კაზერტის სამეფო სასახლეში  საშობაო კონცერტს გამართავს.

”ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურე, მაგრამ როდესაც ჩემს მშობლიურ მხარეში დავბრუნდი, გავაანალიზე, თუ რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა და ამით უნდა ვიამაყოთ. თუმცა ცრემლები მახრჩობს, როცა ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობას ვხედავ“, – განაცხადა დირიჟორმა.

რიკარდო მუტიმ გადაწყვიტა, ამ ადგილას კონცერტი თავის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად გაემართა, რომელშიც 30 წლამდე ასაკის ყველაზე ნიჭიერი  იტალიელი მუსიკოსები შედიან.

„ეს არაჩვეულებრივი თეატრი თავისი სცენით, რომელზეც ახლა იტალიელები სხედან, ჩვენს იმედსა და მომავალს წარმოადგენს. ეს არის ნიშანი, რომელსაც ჩვენმა მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რათა გაიაზრონ კულტურის მნიშვნელობა. კულტურა იგივე მშვენიერებაა და იგი კაცობრიობისთვის ძალიან ძვირფასია”, – ამბობს რიკარდო მუტი.

კაზერტის სამეფო სასახლეში ისეთი ფილმები იქმნებოდა, როგორებიცაა „ვარსკვლავური ომები“, „შეუსრულებელი მისია“ და სხვა. თუმცა დღეს ეს შესანიშნავი სასახლე უნიკალურ ღონისძიებას მასპინძლობს. რიკარდო მუტი ახალგაზრდების ორკესტრს დირიჟორობს და საშობაო კონცერტს მართავს. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებელს დასწრების უფლება არა აქვს, მაგრამ ჰაიდნის ნოტები მაინც მიაღწევს ხალხის გულამდე.

მაესტროს მიერ შესრულებული ჰაიდნის სიმფონია „ჯვარზე გაკრული მაცხოვრის უკანასკნელი შვიდი სიტყვა“ საშობაო პერიოდში ნაციონალური ტელევიზიის საშუალებით გავა ეთერში.

ქალაქ რავენას მერიის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიების მიზანია, ყველა ოჯახში შეიტანოს სითბო და საშობაო განწყობა ოჯახებში, რომლებშიც წელს შობას  განსხვავებულად აღნიშნავენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend