მთავარიCOVID-19კორონავირუსის ახალი „ვერსია“ - დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის შტამი აღმოაჩინეს

კორონავირუსის ახალი „ვერსია“ – დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის შტამი აღმოაჩინეს

ბრიტანელმა მედიკოსებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად ვრცელდება და გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ამ ამბის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბევრი კითხვა მოჰყვა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების შემთხვევა ბრიტანეთის 60-მდე კლინიკაში დაფიქსირდა. ამჟამად შტამს სოლსბერის სამხედრო ლაბორატორიაში იკვლევენ. ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

ჯანდაცვის მინისტრმა ახალ შტამთან დაკავშირებითაც გააკეთა გაანმარტება. კოვიდ-19, ისევე, როგორც კორონავირუსის ოჯახის სხვა ვირუსები, თვეში ერთ მუტაციას  განიცდის, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შეიქმნას ვირუსის ახალი შტამები. დროთა განმავლობაში მუტაციები გროვდება და სხვადასხვა შტამი შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაჩნდეს.

მუტაციები ხდება შემთხვევით და ეს  თავად ვირუსის თვისებაა. ფორმაშეცვლილ ვირუსს ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები ვერ ცნობენ. შესაბამისად, ახალ შტამს ვერც ჩვენი იმუნური სისტემა ებრძვის.

ჯერჯერობით არ არსებობის იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამით დაინფიცირებულებს, სხვებისგან  განსხვავებით, უფრო მძიმედ გადააქვთ დაავადება. თუმცა მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში საშიშროების მესამე, უმაღლესი დონე გამოცხადდა და ქალაქში მაქსიმალური შეზღუდვები დაწესდა. აიკრძალა შეკრებები, ასევე  დაიხურა რესტორნები და ბარები, რომლებიც მხოლოდ მიტანის სერვისს სთავაზობენ მოსახლეობას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend