მთავარი COVID-19 საშობაოდ ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება

საშობაოდ ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება

ნიდერლანდებში შობის წინ ქვეყნის მასშტაბით კარანტინი მეხუთედ გამოცხადდა .

პრემიერ-მინისტრმა მარკ რუთმა სატელევიზიო ეთერით განაცხადა, რომ სკოლები, ნაკლებად მნიშვნელოვანი მაღაზიები, მუზეუმები და სპორტდარბაზები 19 იანვრამდე დაიხურება.

ნიდერლანდების მსგავსად, იტალია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ შეზღუდვებს აწესებს.

მედიის მიხედვით, საშობაო არდადეგების გამო, იტალიამ შესაძლოა  ვირუსის მაჩვენებლით  წითელ ზონაში გადაინაცვლოს.

ინგლისიც ამ ტენდენციას მიჰყვება … ლონდონი და რამდენიმე ქალაქი შობას მკაცრი შეზღუდვების ფონზე შეხვდება.

ახალი შეზღუდვები ძალაში  ოთხშაბათს შევა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება.

სოციალური შეკრება დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცეებში, რესტორნები კი კიდევ ერთხელ დაიხურება.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრ მეთ ჰენკოკის თქმით, ზოგიერთ ადგილას  COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ კვირას ორმაგდება.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ვირუსის ახალი სახეობისთვისაც იღებს ზომებს.

“ჩვენ აღმოვაჩინეთ  ვირუსის ახალი ტიპი, რომელიც შესაძლოა უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს ზოგიერთ რეგიონში. ჯერჯერობით მას ისე ვებრძვით, როგორც ძველ ვირუსს. ვაქცნიაცია უკვე ქვეყნის სხვადასხვა ადგილას დაწყებულია, მათ შორის შოტლანდიის მოხუცთა თავშესაფრებში. დახმარებას მალე მივიღებთ, მაგრამ საბოლოო შედეგამდე მაინც შორს ვართ”, – განმარტა მეთ ჰენკოკმა.

ფინეთმა და ნორვეგიამ შვედეთს სამედიცინო დახმარება შესთავაზეს, რადგან შვედეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილება  ამ კვირაში 99 პროცენტით დაიტვირთა.

მედიკოსებში დაძაბულობაა, ყოველთვე 500-მდე სპეციალისტი ტოვებს სამსახურს.

გამოსვლებია პარიზში რესტორნებისა და სასტუმროების დახურვასთან დაკავშირებით. ეს დაწესებულებები 20 იანვრამდე არ გაიხსნება.

15 დეკემბერს საფრანგეთში დიდ დღეს აღნიშნავენ –  ამ დღეს ქვეყანაში  კარანტინი იხსნება. ღამით დაწესდება კომენდანტის საათი და  მოგზაურობა ისევ შესაძლებელი იქნება …

ასევე მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში. ვარაუდობენ, რომ ტესტირება დროთა განმავლობაში გაფართოვდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

საშობაოსაშობაო
Send this to a friend