მთავარი COVID-19 ამერიკასა და კანადაში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ამერიკასა და კანადაში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ამერიკის შეერთებულ შტატებში მასობრივი იმუნიზაციის კამპანია მიმდინარეობს.

ქვეყნის 150 საავადმყოფო „ფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ მილიონობით ვაქცინას იღებს.

შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაქცინაციის პროგრამას “ტვიტერზე” გამოეხმაურა:

„გამოჩნდა პირველი ვაქცინა! გილოცავ, ამერიკა! გილოცავ, მსოფლიო.“

ქვეყანაში იმედი აქვთ, რომ აპრილის შუა რიცხვებამდე 100 მილიონამდე მოქალაქეს აცრიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება. ნოემბრის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

აშშ-სთან ერთად კანადამაც დაიწყო ვაქცინაციის პროგრამა. ვაქცინა, პირველ რიგში, იმ მუშაკებს გადაეცემათ, რომლებიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართული.

კანადა ამერიკისა და ბაჰრეინის შემდეგ მესამე ქვეყანაა, რომელმაც „ფაიზერის“ ვაქცინა დაამტკიცა.

თვის ბოლოს კანადა ვაქცინის  249 000 დოზას მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი

ამერიკაამერიკა