მთავარიCOVID-19„ერთ დღეს გმირები ვართ, მეორე დღეს - ყველაზე ცუდები“ - ერთი რეზიდენტის...

„ერთ დღეს გმირები ვართ, მეორე დღეს – ყველაზე ცუდები“ – ერთი რეზიდენტის ამბავი

ფრიდონ დევდარიანი თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ნეიროქირურგიის განყოფილებაში რეზიდენტია. იგი კორონავირუსით მუშაობის დროს კლინიკაში დაინფიცირდა. როგორც თავად ამბობს, ეს კიდევ უფრო დაეხმარა, რომ პაციენტების გასაჭირი გულთან ახლოს მიეტანა. გამოჯანმრთელების შემდეგ მან კვლავ მათი სიცოცხლისთვის განაგრძო ბრძოლა.

ექიმი-რეზიდენტი, ფრიდონ დევდარიანი:

„ერთ დღეს გმირები ვართ, მეორე დღეს – ყველაზე ცუდები. პრინციპში ეს მხოლოდ სამედიცინო კი არა, ყველა სფეროში ასეა. ხალხის აზრი ხშირად რადიკალურად იცვლება ხოლმე. არ ვიცი, არის თუ არა გმირობის ტოლფასი პანდემიის დროს საავადმყოფოში მუშაობა, თუმცა ეს აზრი  მომწონს. ყოველ შემთხვევაში მინდა, მჯეროდეს, რომ ასეა. გარემოს ცოტა დეპრესიული ფონი აქვს. ყველა ნერვიულობს, ყველა მოწყენილია. სასიხარულოც მაინცდამაინც არაფერი ხდება. თითქმის ყველაფერი გაჩერებულია. ჩვენ, ექიმებს, იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულისთვის მოსახლეობის ვაქცინაციას დავიწყებთ და ცოტა მზეც გაგვახალისებს. ყოველ მეორე-მესამე დღეს იმ დღეზე ვოცნებობ, როცა პანდემია დასრულდება და კოვიდპაციენტი აღარ გვეყოლება.“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend