მთავარი COVID-19 მდიდარი ქვეყნები ვაქცინას იმარაგებენ - როგორ მოიქცნენ ღარიბი ქვეყნები?

მდიდარი ქვეყნები ვაქცინას იმარაგებენ – როგორ მოიქცნენ ღარიბი ქვეყნები?

ავტორი: ანეტ მიქელაძე

ღარიბი ქვეყნების ვაქცინაციაზე მზრუნველი გლობალური ქსელი „სახალხო ვაქცინის  ალიანსი“ (People’s Vaccine Alliance) შიშობს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ღარიბმა ქვეყნებმა, შესაძლოა, დროულად ვერ მიიღონ, რადგან მას  მდიდარი ქვეყნები იმარაგებენ.

„სახალხო ვაქცინის ალიანსი“, რომელიც გლობალური ორგანიზაციებისა და ხელისუფალთა კოალიციას წარმოადგენს, განამრტავს, რომ ვაქცინის შეზღუდული რაოდენობის გამო,  დაბალი შემოსავლის მქონე დაახლოებით 70 ქვეყანაში ვაქცინაცია ათიდან მხოლოდ ერთ ადამიანს ჩაუტარდება. თუმცა კომპანია „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ვაქცინაზე წვდომა, შესაძლოა განვითარებადი ქვეყნების 64%-ს ჰქონდეს. როგორც “ასტრაზენეკა” აცხადებს, ისინი ვაქცინით სწორედ გავითარებად ქვეყნებს მოამარაგებენ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშანალი“, რომელიც „ვაქცინის ალიანსთან“ თანამშრომლობს, აღნიშნავს, რომ კომპანიების „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების 96% უკვე შეიძინეს მდიდარმა ქვეყნებმა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „ასტრაზენეკა“ განვითარებად ქვეყნებზე აპირებდა პასუხისმგებლობის აღებას, „ალიანსის“ პროგნოზით, 2021 წლისთვის ვაქცინას ასეთი ქვეყნების მხოლოდ  18%  მიიღებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და  კომპანია „ასტრაზენეკამ“  შეთანხმება  ძირითადად ისეთ დიდ განვითარებად ქვეყნებთან გააფორემს, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი. დანარჩენი განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას შეთანხმება არ დაუდია.  ასეთ ქვეყნებს, რომელთა რიცხვში საქართველოც შედის, ვაქცინების გაყოფა კოვაქსის (COVAX) პლატფორმაზე მოუწევთ..

„ამნესტი ინტერნეიშანალსა“ და ორგანიზაცია „ოქსფამში“ ფიქრობენ, რომ ვაქცინით უზურნველყოფის არსებული გზები საკმარისი არ არის და ფარმაცევტულმა კომპანიებმა  ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიები კონკურენტებსაც უნდა გაუზიარონ, რაც ვაქცინის წარმოების მაჩვენებელს გაზრდის.

ორგანიზაციების ანალიზმა აჩვენა, რომ მდიდარმა ქვეყნებმა უკვე ვაქცინის ისეთი მარაგი შექმნეს, რაც საკუთარი მოსახლეობის სამჯერ აცრას უზურნველყოფს. თუმცა ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ყველა არსებული ვაქცინა მიიღებს ლიცენზიას.

მდიდარი ქვეყნები მსოფლიოს 14%-ს შეადგენენ, თუმცა მათ შედარებით პერსპექტიული ვაქცინების 53% შეიძინეს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის  ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო სწორედ „კოვაქსის“ პლატფორმასთან თანამშრომლობს. თუმცა, საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვების საკითხსაც განიხილავს.

უახლესი

სხვა ამბები

მდიდარი ქვეყნებიმდიდარი ქვეყნები
Send this to a friend