მთავარი COVID-19 ბერლინში მუსიკოსები წარმოდგენებს მაღაზიის ვიტრინებში მართავენ

ბერლინში მუსიკოსები წარმოდგენებს მაღაზიის ვიტრინებში მართავენ

პანდემიამ მუსიკოსები და მოცეკვავეები მაყურებელს დააშორა. განშორება რომ ნაკლებად შესამჩნევი იყოს, გერმანიის დედაქალაქში  მუსკოსებმა კონცერტი მაღაზიის ვიტრინებში გამართეს. ამ იდეამ საზოგადოების ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ  იდეის ავტორი გერარდ ნორმანი ფიქრობს, მაღაზიის ვიტრინის კონცეფცია სცენაზეც გადაიტანოს.

„ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ სფეროში.  ზუსტად ვიცი, როგორ განიცდიან, რომ აუდიტორიის გარეშე დარჩნენ“, – ამბობს ბერლინელი აგა ციურეკი.

წარმოდგენის გამართვის ადგილი  გერდ ნორმანმა შეარჩია, რომელიც აქამდე სხვადასხვა შოუს ორგანიზატორი იყო. ამ ახალ წარმოდგენებს „ფაჯრის წარმოდგენა” ჰქვია. პროექტი პანდემიის დროს დაზარალებულ მომღერლებსა და მოცეკვავეებს აერთიანებს.

ნორმანის მოსაზრებით, ეს აუდიტორიასთან დაბრუნების ახალი ფორმაა:

„მათ კულტურის, მუსიკისა და გართობის წყურვილი ამოძრავებთ. აუდიტორია ენატრებათ. მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ ჩვენს პროექტში მონაწილეობენ. ეს ფანტასტიკურია“

წარმოდგენაში ყველა ჟანრის შემსრულებელი იღებს მონაწილეობას: რეპი, ოპერა, კომედიური წარმოდგენები და ა.შ.

ვიტრინის წარმოდგენის მონაწილეები თვლიან, რომ ვიტრინა ახალ შესაძლებლობას აჩენს.

ნორმანის პარტნიორი იზაბელ შუმანი ბერლინის ქუჩებში აუდიტორიისთვის ნაცნობ მელოდიებს ასრულებს და სრულიად ახალ შთაბეჭდილებებს იღებს.

„ისეთი ადამიანების აზრს იგებ, რომლებსაც დიდ დარბაზებში ვერ შეხვდები“, – ამბობს იზაბელ შუმანი.

„სულ სხვა განცდაა, როცა ღია სივრცეში ასრულებ სიმღეარს. თითქოს გრძნობ, რა გავლენა აქვს მუსიკას ადამიანებზე”, –  ასე ბარიტონი გიუნტერ სტოლარცი ფიქრობს.

გერდ ნორმანი ვიტრინაში ცოცხალი მუსიკის წარმოდგენას მას შემდეგაც აპირებს, როდესაც კარანტინი მოიხსნება და  მუსიკალური ინდუსტრია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი

ბერლინშიბერლინში