მთავარისპორტირევანში პარიზულად

რევანში პარიზულად

ავტორი: გიორგი სანაძე

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეწვია და 3:1 დაამარცხა.

ანგარიში მატჩის დასაწყისში ნეიმარმა გახსნა. წონასწორობა მარკუს რაშფორდმა აღადგინა.

შესვენების შემდეგ, პარიზელები მარკინიოსმა დააწინაურა. ბრაზილიელის გოლის შემდეგ მისი თანამემამულე – ფრედი –  არბიტრმა გააძევა, რამაც პარიზელთა უპირატესობა განამტკიცა და მატჩის მიწურულს ნეიმარმა დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა ედინსონ კავანიმ, რომელიც ახლა „იუნაიტედის“ მაისურით ასპარეზობს.

ამ ჯგუფში გუნდების პირველი დაპირისპირება ინგლისელთა მოგებით –  2:1 დასრულდა.

ამავე ჯგუფში შეხვედრა გამართა იულიან ნაგელსმანის „ლაიპციგმა“. ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტის ახალგაზრდულმა გუნდმა „ბაშაკშეჰირი“ 7-გოლიან თრილერში, 4:3 დაამარცხა.

შედეგად, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლაიპციგს“ 9 ქულა მოუგროვდათ, თურქულ „ბაშაკშეჰირს“ კი 3 ქულა აქვს.

ბოლო ტურში „ლაიპციგი“ „მანჩესტერს“ უმასპინძლებს“ პარიზელები კი „ბაშაკშეჰირს“ ეწვევიან და მათთვის გამარჯვება პლეიოფის საგზურის გარანტია იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend