მთავარი COVID-19 იტალიელი მოსწავლეები სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ

იტალიელი მოსწავლეები სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ

იტალიის დედაქალაქ რომში მოსწავლეები სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენას მოითხოვენ. ბევრი მოსწავლე თვლის, რომ დისტანციური სწავლების მეთოდი ეფექტური არ არის, რადგან სახლში სწავლა ტრადიციულ სასწავლო პროცესს არ ჰგავს.  ისინი  ფიქრობენ, რომ მთავრობა  სკოლებს საკმარისად არ იცავს.

სკოლის მოსწავლე ვალერია ციგლიანა ამბობს:

„მიზეზი, რომლის გამოც სკოლის შენობაში არ ვართ, მიწაზე ვსხედვართ და დისტანციურად ვსწავლობთ, არის ის, რომ სკოლაში საკმარისი სივრცე არ გვაქვს. კლასები ძალიან პატარაა და არც სკოლაში დაბრუნებაა უსაფრთხო. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. სკოლების მცირე დაფინანსება და პრიორიტეტების სიიდან ამოღება იმას ნიშნავს, რომ მათი ზრუნვა არც გრძელვადიან პერსპექტივაში იგეგმება და მომავლსი მნიშვნელობა არ ესმით. არადა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მომავალი.“

მოსწავლეები კლიმატის დასაცავად გამართულ გაფიცვას უერთდებიან და ფიქრობენ, რომ ახალგაზრდობას შეუძლია რეალობა შეცვალოს.

მოსწავლეებს ყველაზე მეტად ერთმანეთთან საუბარი და ერთმანეთის ნახვა ენატრებათ. მასწავლებლები პროტესტს არ უერთდებიან. მოსწავლეების აზრით, მასწავლებლებმა საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატონ, რადგან ისინი ვერ ხვდებიან, რა ცუდად გრძნობენ თავს სკოლის გარეშე მოწაფეები.

პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი იმის გამო ღელავს, რომ სასწავლო პროცესით ძველებურად დატვირთული აღარ არის და არც პერსონალური გაკვეთილები უტარდება.

 

აქციის მონაწილე ელისა ფორენტინო სწავლების დისტანციურ მოდელს უსამართლოს უწოდებს:

”მე ვგრძნობ, რომ სწავლის პროცესში ბევრი ხარვეზი გვაქვს. ჩემი აზრით, ეს უსამართლობაა და დიდ ზიანს მოუტანს არა მარტო სტუდენტებს, არამედ მასწავლებლებსაც. ”

სკოლის მოსწავლე სიმონე გიგლიო კი უკმაყოფილოა მთავრობის გულგრილობით:

„ვიცით, რომ სკოლაში სიარულის უფლება არ გვაქვს და სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. ისიც ვიცით, რომ მთავრობამ არ გაიღო საკმარისი თანხა ბიუჯეტიდან, რომ  ონლაინსწავლების მეთოდი უფრო ეფექტიანი ყოფილიყო. განათლება მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მათ ამაზე თანხა უნდა დახარჯონ.“

 ევროპის სხვა ქვეყნებმა სკოლები არ დახურეს და კორონავირუსის პრევენციას სხვა შეზღუდვებით ცდილობენ.

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

იტალიელი მოსწავლეებიიტალიელი მოსწავლეები
Send this to a friend