მთავარი COVID-19 ევროპის ქვეყნები კორონავირუსის ვაქცინის შესაძენად ემზადებიან

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის ვაქცინის შესაძენად ემზადებიან

ევროპა პანდემიის დაძლევის მიმართ უფრო ოპტიმისტურად განეწყო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ წლის ბოლომდე ორი ეფექტური ვაქცინა მზად იქნება. ეს ვაქცინები ბაზარზე რომ დაიშვას, ბიოფარმაცევტული კომპანიები “ბიოენტექი” და “მოდერნა” ევროპის ქვეყნების ოფიციალურ თანხმობას ელოდებიან.

 

კომპანია “ფაიზერი”, რომელიც გერმანულ ბიოფარმაცევტულ კომპანია “ბიოენტექთან” თანამშრომლობს და კომპანია “მოდერნა” ცდილობენ,  ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებისგან  ვაქცინის გამოყენებაზე თანხმობა პირველებმა მიიღონ. ამ კომპანიების პირველობისთვის კონკურენცია ზოგიერთ ანალიტიკოსს აშინებს კიდეც, თუმცა კოვიდ-19-ის ვაქცინას დიდი იმედით ელოდებიან.

 

,,თუ ჩვენ დიალოგს ხელს ხელისუფლებაც შეუწყობს, მაშინ შესაძლებელია, რომ ვაქცინის დამტკიცებაზე ამერიკის შეერთებული შტატების ან ევროპის ქვეყნების თანხმობა წელსვე მივიღოთ.  შესაძლებელია ისიც, რომ  ვაქცინის მიწოდება უკვე დეკემბერშივე დავიწყოთ. ამისათვის საჭიროა, რომ ყველამ ძალიან მჭიდროდ ითანამშროლონ’’, –  აცხადებს კომპანია “ბიოენტექის” გენერალური დირექტორი უდურ ფაჰინი.

ევროპის ქვეყნები არსებული ვაქცინების შესასყიდად უკვე ემზადებიან. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ვარაუდობს, რომ ვაქცინის შეძენა წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი.

 

ტურისტული კრიზისით მძიმედ დაზარალებულმა ავიაკომპანიებმა აქცენტი ტვირთების გადაზიდვაზე გააკეთეს. ვაქცინების ავტორიზაციის მოახლოებასთან ერთად, გერმანული ავიაფლაგმანი “ლუფტჰანსა” და ავიაინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები ცდილობენ,  ვაქცინების ტრანსპორტირების უფლება მიიღონ. ,,გერმანიის ავიახაზების’’ წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი სრულ მზადყოფნაში არიან, რომ ვაქცინა  ხალხს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ.

რუსეთი თვლის, რომ ვაქცინა უკვე აქვს.  თუმცა რუსულმა ვაქცინამ კლინიკური ცდები ვერ გაიარა და, შესაბამისად, ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაციაც ვერ მიიღო.

უნგრეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც რუსული ვაქცინა იყიდა – თუმცა მხოლოდ 10 დოზა.

რუსეთში შექმნილი ვაქცინა ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დარეგისტრირდა. რუსი ექიმები ირწმუნებიან, რომ მათი ვაქცინის  ეფექტურობის დონე 92%-ს აღემატება.

უახლესი

სხვა ამბები