ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე
ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინიციატივით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად თბილისის ცენტრში ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ცოცხალი ჯაჭვის მონაწილენი თვლიან, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და პროტესტის ნიშნად კოსტავას ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია გამართეს, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მოძრაობა ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტის წინ დასრულდა. აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები ეჭირათ.